USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ზახაროვა: აშშ-ს უნდა გაეფრთხილებინა რუსეთი ტერაქტების შესახებ
თარიღი:  547

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თავის Telegram-არხზე კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის განცხადებაზე, რომ „არანაირ ნიშანს არ ხედავს, რომ უკრაინა ან უკრაინელი მონაწილეობენ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში“.

„თუ შეერთებულ შტატებს აქვს ან ჰქონდა სანდო მონაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ეს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს რუსულ მხარეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ. მას აინტერესებდა, რის საფუძველზე აკეთებენ "ვაშინგტონის ოფიციალური პირები რაიმე დასკვნებს ვინმეს უდანაშაულობის შესახებ ტრაგედიის დროს?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რეალურად ვაშინგტონს არ აქვს რაიმე მონაცემი ტერაქტთან დაკავშირებით, მაშინ მას „არ აქვს უფლება ვინმესთვის ინდულგენციიის გაცემის“.

მარია ზახაროვამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი გამოვლინდება რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის