USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობის სამუშაობი მიმდინარეობს
Date:  391
გლდანის რაიონის გამგეობა ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობის სამუშაობს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები 1600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.
 
ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.
 
ადგილზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 460 130 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
 
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way