USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
ზაჰესში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
Date:  818
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, გლდანის რაიონში, კერძოდ, ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა.
საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება, ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ასევე ტერასა ღია აქტივობებისთვის.
„ზაჰესის დასახლებაში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. აღნიშნულ ტერიტორია ზე ავარიული შენობა-ნაგებობა იყო, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი შენობა აშენდა. ბაღი ყველანაირად მოწესრიგებულია და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დღეის მდგომარეობით, ბაღში 160 პატარაა რეგისტრირებული. აღნიშნული დასახლებისთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რათა ჩვენი შვილები, მომავალი თაობები ნორმალურ, თანამედროვე, კომფორტულ ინფრასტრუქტურაში აღიზარდონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, 2024 წელს დაიწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის საბავშვო ბაღის მშენებლობა. დღეს ბაღმა პატარა აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში მიიღო, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა.
N50 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
კახა კალაძესთან ერთად, საბავშვო ბაღის ახალი შენობა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, გლდანის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
 
World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way