USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ზაალ უდუმაშვილი - მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ, აქციები კი ღია სივრცეში იმართებოდა და რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, ამის არავის სჯერა
Date:  897

იმის ნაცვლად, რომ ისინი რეალურად ებრძოდნენ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, რომელზეც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები, ახლა ცდილობენ სულ ტყუილად ისრები გადაიტანონ ოპიზიციაზე, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

უდუმაშვილის განმარტებით, აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ ჯერა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისათვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ ჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way