პროექტი „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ - წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტის“ მცდელობას შეიქმნას სტატიების და ინტერვიუების ციკლი, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების, გარემოს დაცვის და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.
ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები. ასევე ხდება კითხვარის გაგზავნა შერჩეული რესპოდენტებისთვისაც.
ზაალ ანჯაფარიძე - ქართველი დარჩება ქართველად, თუმცა მოემატება პრაგმატულობა.
პროექტის კითხვებს პასუხობს პოლიტიკის ექსპერტი ბ-ნ ზაალ ანჯაფარიძე
- მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული დიდი პროგრესისა მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე მოუმზადებელია მსოფლიო სხვა ნებისმიერი სახის ბუნებრივი თუ ხელოვნური კატაკლიზმის წინაშე. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე - რატომ არის მსოფლიო ასეთი არამობილური და არაეფექტური სხვადასხვა გამოწვევების წინაშე?
- COVID-19 პანდემიის აფეთქება ვირუსის მაღალი ვირულენტობის, სწრაფი კონტაგიოზურობის და სხვა აქამდე უჩვეულო მახასიათებელი ფაქტორების გამო, აღმოჩნდა ისეთი გამოწვევა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის, რომელსაც ის აშკარად არ ელოდა, სწორედ მოულოდნელობის ფაქტორმა, ვირუსის დღემდე გაურკვეველმა გენეზმა უძლური გახადა ჯანდაცვის და პროფილაქტიკის აქამდე არსებული რესურსები, რასაც ჩვეულებრივი გრიპის ეპიდემიის დროს იყენებდნენ, თავი იჩინა სხვა ინსტიტუციონალურმა სისუსტეებმაც, რომლებიც აქამდე იჩქმალებოდა და სწორედ კორონავირუსმა გააშიშვლა
- როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დავდგებით? რა იქნება ეს ყბადაღებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა?
- ეს უფრო ეკონომისტების სამსჯელო თემაა, მაგრამ ჩემი როგორც არაეკონომისტის აზრით მთავარია შეიქმნას ისეთი პირობები, რომ გაჩნდეს დასაქმების ან თუნდაც თვითდასაქმების მეტი შესაძლებლობა, ადამიანებს არ ჰქონდეთ მუდმივი განცდა და იმედი რომ სახელმწიფო რაღაცას გადმოუგდებს, არამედ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ. „ოქროს თევზი“ კი არ მივცეთ, არამედ თევზაობა ვასწავლოთ კარგად.
ეკონომიკური სირთულეები გველოდება და საკმაოდ მძიმე ეს თავის მხრივ განაპირობებს დიდწილად სოციალურ განწყობებს და პოლიტიკურ პროცესებსაც. ისინი უფრო კრიზისისკენ იქნებიან მიდრეკილნი, შეიძლება პოპულისტმა და ნაციონალ-პატრიოტული დღის წესრიგის მქონე ლიდერებმა ინიციატივის ხელში აღება სცადონ. თუმცა შეიძლება მოხდეს საპირისპიროც და კორონავირუსით ფსიქოლოგიურად და ფინანსურ-ეკონომიკურად გამოფიტულ ხალხს აღარ მოუნდეს ახალი კატაკლიზმები.
- ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორის, იორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?
- როგორც ხედავთ ამ იდეას არ მოჰყოლია იმ დონის გამოხმაურება და მხარდაჭერა, რასაც მისი ავტორები შესაძლოა ელოდნენ. ვფიქრობ მათ საზოგადოების ნიადაგი მოსინჯეს როგორც პირწავარდნილმა გლობალისტებმა. თუმცა თუ კორონავირუსთან ბრძოლაში სწრაფი გარდატეხა არ მოხდა და სიტუაცია გაუარესდა, შესაძლოა იდეა ისევ გააქტიურდეს.
- ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური სწავლება, ბიზნესის დისტაციურად მართვა და სხვა მსგავსი დისტანციურ ონლაინ ქმედებები აღარ არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეს უკვე დღეს ხდება. რამდენად შორს წავა მსოფლიო საზოგადოება ამ მიმართულებით?
- ვფიქრობ საკმაოდ შორს წავა და ეს ფართო გზას გაუხსნის ამ კუთხით ტექნოლოგიურ ინოვაციებს
- რამდენად შეძლებს საქართველო ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდეს, ექნება ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას? აქ იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის და ბლოკ-ჩეინის შესახებ კანონმდებლობის მიღება, ციფრული მმართველობა, არჩევნები, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სერვისები და სხვ. და რა ტიპის გამოწვევებთან იქნება ეს დაკავშირებული?
- სრულად ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის ალბათობა და ინტენსივობა დამოკიდებულია რამდენად არსებობს ქვეყანაში ამის ტექნოლოგიური და ტექნიკური მატერიალური ბაზა, რამდენად განსწავლულია მოსახლეობა IT კუთხით, რამდენად დაფარულია ქვეყანა ინტერნეტით და რამდენად არსებობს ამის პოლიტიკური ნება, თუნდაც არჩევნების ელექტრონულად ჩატარების. ანუ კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები და როდესაც გვექნება პასუხები ამაზე, მაშინ შეგვეძლება ვიცოდეთ რამდენად შესაძლებელია იმის რეალიზება რაც ჩამოთვალეთ.
- პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში? უტრირებიულად რომ ვთქვათ კომუნისტების დროს ქვეყანაში იყო ე.წ. „ენზე“ მარაგები, რაც აბსოლუტურად ყველა სასაქონლო ნომეკლატურის მარაგებს ითვალისწინებდა, რაც ადამიანს ჭირდება ფუნქციონირებისათვის და ეს მარაგები ყოველ 10 (?) წელიწადში ახლდებოდა.
- პანდემიამ მკაფიოდ დაგვანახა რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული და მოცულობითი სამუშაოს ჩატარებაა აუცილებელი. მე ვიტყოდი, სასურსათო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა უნდა შეიქმნას და ყოველწლიურად განახლდეს და გადაიხედოს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე
- ბევრი მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთ დარგებზე, როგორიცაა ხორბლის წარმოება, ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების ბაზის გაფართოება, მეხორცეობა, მეთევზეობა, რომელიც საერთოდ მიგდებული გვაქვს ეხლა. თქვენ რას ფიქრობთ საით უნდა წავიდეთ და როგორ?
- ვეთანხმები მოსაზრებას რომ ჩამოთვლილი წარმოების დარგების გაფართოება საჭიროა, მეორე საკითხია საამისოდ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ფინანსური რესურსები გვჭირდება . უნდა ვიფიქროთ ამ პროდუქციის არა მხოლოდ შიდა მოხმარებაზე არამედ გარე ბაზრებზე ექსპორტზეც, რომ შემოსავალი მივიღოთ და მისი რეინვესტირება ისევ ამ წარმოების განვითარებაში მოვახდინოთ.
- ადგილობრივი წარმოების განვითარების იდეა რამდენად არის გამართლებული? რამდენად იქნება ის მომგებიანი და შეძლებს თუ არა საქართველო აწარმოოს თავისი ბიზნესებისთვის პროტექციონური პოლიტიკა და დაიცვას თავის ეკონომიკური საზღვრები ახალ ვითარებაში?
საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მიერთებულია რიგ საერთაშორისო შეთანხმებებს, ასევე გვაქვს საკმაოდ იმპორტხელშემწყობი კანონმდებლობა, რის შედეგადაც აქ იმპორტისთვის ზედმეტად სასათბურე პირობებია შექმნილი, ხოლო პროტექციონისტული პოლიტიკისთვის და საკუთარი წარმოების დასაცავად კი ნაკლებად. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი სუსტი და მოწყვლადი სახელმწიფოსათვის ამ მოცემულობის შეცვლა, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საამისოდ.
- ვირუსის შემდეგ შექმნილ ახალ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი ზოგადად ამ „ახალ“ სამყაროში. გვაქვს თუ არა პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შევქმნათ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მიმზიდველი გარემო და ჩვენი რესურსების და ადგილმდებარეობის გამოყენებით გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი მსოფლიოს რუკაზე?
- პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, თუნდაც ჩვენი საკმაოდ მომგებიანი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რამდენად იქნება პოლიტიკური ნება, ამის თქმა რთულია და ის დამოკიდებულია საზოგადოებაზე და პოლიტიკურ ძალებზე, კონკრეტულ ადამიანებზე.
- ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად იქნება ფულის ნაკლებობა მსოფლიოში. ანუ ფული იქნება, მაგრამ დღესვე საჭიროა მის მისაღებად მოქმედება და შემდეგ მისი გონივრულად დახარჯვა. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული და სად და რაში დავხარჯოთ შემდეგ?
-მოდით ამ კითხვაზე დეტალური პასუხი მაინც ეკონომისტებს დავუტოვოთ. ფული რომ იშოვო მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი უნდა გქონდეს, თუმცა არა საკუთარი ინტერესების და მოქალაქეების ხარჯზე. რომ ვიცოდეთ რაში დავხარჯოთ, ჯერ ის გავარკვიოთ რა გვინდა და რა გვჭირდება, უფრო სწორად რა სჭირდება ხალხს და არა ელიტებს.
- პანდემია ერთგვარი გამოცდაც არის კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის მიმდინარე მუდმივი პაექრობისა. განსაკუთრებით ეს რელიგიასთან მიმართებაში ჩანს კარგად. თქვენი აზრით მსოფლიო უფრო კონსერვატიული გახდება ვიდრე ლიბერალური თუ პირიქით? მსოფლიო უფრო რელიგიური გახდება თუ პირიქით? და გაძლიერდება თუ არა რელიგიური კონფესიების გავლენა დღევანდელთან შედარებით?
- ვფიქრობ კორონავირუსით შექმნილი გამოწვევები და ამავე დროს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაამძაფრებს ბრძოლას კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის. ვფიქრობ რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ხსნის ძებნას ღმერთთან მეტ უკუკავშირში რის საშუალებასაც რელიგია და ეკლესია აძლევთ,
- სულიერებას მოკლებული და მხოლოდ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება დღეს გადის პანდემიის მძიმე პერიოდს, ისევ ისეთი იქნება ის პანდემიის შემდეგ თუ განიცდის ტრანსფორმაციას? როგორია თქვენი მოსაზრებები ამ კუთხით?
- რთულია ცალსახა პასუხის გაცემა, თუმცა შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ პანდემიისგან მიღებული მძიმე გამოცდილება უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს და უბიძგებს იმისკენ, რომ სულიერებას მეტი ყურადღება დაუთმოს
- სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა. დაიკარგება უამრავი სამუშაო ადგილები, ბევრი ადამიანი გახდება უფრო მეტად დაუცველი სოციალურად ვიდრე აქამდე იყო. რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ დღეს და ხვალ, რომ ეს ასე არ იყოს?
- ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე ამ კითხვას ზემოთ. უპირველეს ყოვლისა ადამიანებს განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველ და მოწყვლად ნაწილს ჩავუნერგოთ რწმენა რომ ეს არ არის ქვეყნიერების დასასრული, ცხოვრება გრძელდება და შევეცადოთ მათ დავეხმაროთ იმაში რომ თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ. ამისთვის სპეციალური მიზნობრივი პროგრამები უნდა შემუშავდეს. თავად ადამიანებმაც უნდა გამოვიღოთ ხელი და ვიფიქროთ ჩვენს განვითარებაზე, გასაგებია რომ ყველა ვერ იქნება ლიდერი და წარმატებული. ზოგს მოუწევს საკუთარ თავს შეუთანხმდეს რომ აუტსაიდერია და დასჯერდეს ამ როლს.
- რას ეტყვით ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს? თუ მას თქვენი აზრით, ეხლა და პანდემიის შემდეგაც დახმარება ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რა თანმიმდევრობით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას (დღეიდან დაწყებული), რომ ბიზნესი არა მარტო გადარჩეს არამედ მის წინ ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს?
- მცირე და საშუალო ბიზნესი ყველა ქვეყანაში ყველაზე უფრო მოქნილია და ყველაზე უფრო მეტად აქვს განვითარებული გადარჩენის ინსტიქტი კრიზისულ პერიოდებში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ამ ტიპის ბიზნესებს გადაუგდებს მაშველ რგოლს, მათ უკვე უნდა დაიწყონ ფიქრი ახალ რეალობებში როგორ გადააწყონ ბიზნესი, სახელმწიფოს შეუძლია ჩამოიყვანოს კარგი ბიზნეს ტრენერები რომლებიც იცნობენ აქაურ რეალობებს, დააფინანსოს ონლაინ კურსები რომ ბიზნესებმა ისწავლონ კრიზის მენეჯმენტი, რომელიც ბევრმა სამწუხაროდ არ იცის. სწორედ შეცდომების ანალიზით, მათგან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით ხდება წარმატების გზაზე გასვლა. ჩვენი ბიზნესები უნდა ფსიქოლოგიურადაც მოემზადონ ახალ რეალობაში ოპერირებისათვის.
- ისევ მსოფლიო - როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? როგორი იქნება უახლოესი მომავლის ფულის ერთეული? რა ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს? გახდება თუ არა უფრო ეფექტური გაერო?
- ჯერჯერობით ნაადრევია ევროკავშირის დასამარება, თუმცა თუ ევროკავშირმა არ გადახედა მის ამჟამინდელ მმართველობის და ურთიერთობების ფორმებს, შესაძლოა მის რიგებში ცენტრიდანული პროცესები გაძლიერდეს. უახლოეს მომავლის ფულის ერთეულზე ვერაფერს გეტყვით ეს ეკონომისტების და ფინანსიტების სამსჯელოა. ძალიან სერიოზული და კრიტიკული განსჯის თემა გახდება საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა და არ არის გამორიცხული, რომ მათი ძირეული სტრუქტურული რეორგანიზაცია მოხდეს და დიდმა სახელმწიფოებმა დაფინანსება შეუწყვიტონ ან შეუმცირონ. გაერომ თუ ფუნდამენტურად არ გადახედა მისი ფუნქციონირების საბაზისო პრინციპებს, თუ არ შეამცირა უზომოდ გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატი ასევე არ მოხსნა ვეტოს უფლება, ის ვერ გახდება ეფექტური სტრუქტურა
- ადგილობრივი საკითხები: მუდმივი თემები: - მიწა და თვითმმართველობა. დაგვანახა თუ არა პანდემიამ რომ მიწა უფრო მეტად ღირებულია სახელმწიფოსთვის ვიდრე აქამდე ვთვლიდით? თქვენი პოზიცია პანდემის დროს დანახული და პანდემიის შემდეგ - უნდა აიკრძალოს თუ არა არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე? რა დაგავანახა პანდემიამ - გვაქვს თუ არა ქვეყანაში თვითმმართველობა? როგორი და რა დოზით თვითმმართველობა გვჭირდება პანდემიის მერე?
- ზოგადად, არასასოფლო მიწების მიყიდვა უცხოელებზე მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისების საფუძველზე უნდა მოხდეს და მინიმუმამდე დავიდეს. რეალური თვითმმართველობა საქართველოში არც პანდემიამდე გვქონდა და პანდემიის პირობებში რამდენად ეფექტური არიან თვითმმართველობის სტრუქტურები ამის შეფასება კიდევ წინ არის. პანდემიის შემდეგ გვჭირდება უფრო დეცენტრალიზებული თვითმმართველობა მეტი უფლებამოსილებებით ადგილზე.
- და ბოლოს სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?
- პოსტპანდემიური საქართველო იქნება უფრო ტექნოლოგიური და უფრო მდგრადი, ხოლო ქართველი დარჩება ქართველად, თუმცა მოემატება პრაგმატულობა.
დიდი მადლობა ბ-ნ ზაალს პასუხების მოწოდებისთვის.
პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“
პროექტის ანოტაცია და კითხვები იხილეთ ბმულზე:https://tbilisipost.ge/
სომხეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გთავაზობთ «Московский комсомолец» (რუსეთი)-ის ინტერვიუს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინთან.
– სომხეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეპრესიებისა და შპიონომანიის ბნელ ეპოქაში შედის.
სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ გამოვლენილია ფართომასშტაბიანი შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამ შეთქმულებაში, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ყოფილი პრეზიდენტების გარდა, თითქოს მონაწილეობდნენ ეკლესიის მაღალი იერარქები და მსხვილი ბიზნესმენები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაშინიანის მმართველობამ შეეცადა აიკრა ეტჩმიაძინის კათოლიკოსის რეზიდენცია, რათა დაეპატიმრებინათ არქიეპისკოპოსი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ფიგურირებდა ამ საქმეში. – რატომ სჭირდება ფაშინიანს ეს ყველაფერი?
– ფაშინიანმა იგრძნო, რომ იმ ჩიხში, რომელშიც ის მიაქანებს სომხეთსა და სომეხ ხალხს, უკვე საჭიროა ახალი მსხვერპლი.
სომეხი ერის ცნობიერების გადატრიალება, თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რუსეთის უარყოფა და სომხეთის დასავლეთზე ორიენტაცია – ამ ყველაფერს ძალიან მაღალი ფასი აქვს და ის თანდათან იზრდება. ამისთვის საჭიროა დათმო ტრადიციული ურთიერთობები რუსეთთან – როგორც სომეხთა ისტორიულ მფარველთან, დათმო სომხეთის გმირული წარსული და არმენული გენოციდის მეხსიერება. ფაშინიანის გეგმით, საჭიროა უარი ტრადიციულ სარწმუნოებაზეც, პატივისცემაზე სომხური სამოციქულო ეკლესიისადმი.
მისი აზრით, ასე უნდა „გადავარჩინოთ“ სომხები ძველი წარმოდგენებისგან სიკეთესა და ბოროტებაზე და გადავიყვანოთ სომხეთი იმ ბანაკში, რომელიც რუსეთის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. თუმცა, მაგალითად, საბერძნეთი წარმატებით თანაარსებობს დასავლეთთან თავისი მართლმადიდებლური იდენტობის დაკარგვის გარეშე.
ჩემი აზრით, ფაშინიანს თან სდევს დევნის მანია – რაც არ არის გასაკვირი, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მას ჩაუდენია. ადამიანი, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა საკუთარ ერს, ბუნებრივია, ღელავს საკუთარ მომავალზე. სწორედ ამიტომ ის ცდილობს პრევენციული დარტყმებით გაანეიტრალოს ყველა, ვისაც საფრთხედ აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ. მისთვის რუსეთი ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავეა.
ამავე ლოგიკით, ის ყველა თავის მოწინააღმდეგეს „მარიონეტად“ აცხადებს. ადრე ასე მოიხსენიებდა კოჩარიანსა და სარგსიანს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ეკლესიაზე თავდასხმები გააკრიტიკა მისმა ყოფილმა მენტორმა – პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა და შეხვდა კათოლიკოსს, ფაშინიანმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ტერ-პეტროსიანიც მარიონეტია. ვის მარიონეტებზეა საუბარი – აშკარად რუსების, თუმცა იმის მტკიცება, რომ ტერ-პეტროსიანი კრემლის აგენტია, ცოტა არ იყოს, ფანტაზიის სფეროდანაა.
მთელი ეს პროცესები, სინამდვილეში, დაკავშირებულია მომავალი წლის (2026) ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.
– აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფაშინიანს მისი ოპონენტების შესახებ კომპრომატებით ამარაგებენ უცხოური სპეცსამსახურები – დასავლური ან თურქული. რამდენად რეალურია ეს?
– დასავლეთმა და თურქეთმა ფაშინიანი დიდი ხანია საკუთარ კლიენტად აღიქვეს. ის არასდროს მალავდა თავის შეხედულებებს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დავივიწყოთ გმირული“, რომელშიც ითხოვდა სომხეთის გამოყოფას რუსეთისგან, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმებას და ჰეროიზმის იდეის მოცილებას სომხური პოლიტიკიდან.
მას მიაჩნდა, რომ არმენული გენიალური წარსული – მეხსიერება დიდი სომხეთის, სპარსული, რომაული და ბიზანტიური ეპოქების შესახებ – სომხეთს მხოლოდ ჩიხში აქცევს. ის კი არ სჯერდებოდა გენოციდის მეხსიერებას – მას ხელს უშლის „დღევანდელობაში“.
უნდა ვაღიაროთ: ფაშინიანი თავისი ღალატის გზაზე მტკიცედ დგას. ბუნებრივია, ასეთმა პერსონამ უკვე მაშინ მიიპყრო მათ ყურადღება, ვისაც სჭირდებოდა იდეოლოგიური ინსტრუმენტი რეგიონში.
საინტერესოა, რომ დღეს ფაშინიანის კავშირებზე უცხოურ სპეცსამსახურებთან ხმამაღლა სწორედ აზერბაიჯანული მედია საუბრობს. თითქოს ასე ურჩევნიათ: „თუ მას ამარაგებენ MI6, CIA ან თურქული მიტი – ე.ი. რაღაცას იციან, აბა, ტყუილად ხომ არ ილაპარაკებდნენ!“
– ფაშინიანი წმენდს ოპოზიციას მომავალ არჩევნებამდე?
– აბსოლუტურად. ის კარგად იცის, რომ „მოტოციკლი დგება მხოლოდ მაშინ, როცა მიდის“. როგორც კი გაჩერდება – დაეცემა. ფაშინიანს გამარჯვება სჭირდება, სხვა შემთხვევაში მას სხვადასხვა ბედი ელის – ან გაქცევა, ან რეპრესიების გაგრძელება და კრიზისების დამყარება.
მაგრამ დაპატიმრებულების ნაცვლად ახალი ოპონენტები მოდიან. ეს პროცესი არ დასრულდება. აქ კითხვები ფაშინიანს კი არა, სომხეთის ამომრჩეველს და დიასპორას უნდა დაესვას.
– მართლაც გაჩნდა იმედგაცრუება რუსეთში, როგორც მოკავშირეში, თუ ეს მხოლოდ ფაშინიანის პროპაგანდის შედეგია?
– 2020 წლის ომის დროს და შემდეგ რუსეთმა ხშირად ამბობდა: „არ შეგვიძლია ვიყოთ უფრო სომხები, ვიდრე თავად სომხები“. ფაშინიანის მთავრობა არჩეულია იმავე პარლამენტის მიერ, რომელიც სომხურმა ხალხმა აირჩია. შესაბამისად, რაც ხდება – სომხეთის არჩევანია.
აქტიური ჩარევა იმ პერიოდში ნიშნავდა რუსეთის ჩათრევას ახალ, კავკასიურ კონფლიქტში, რაც აბსოლუტურად არ გვეხერხებოდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე.
მთელი ეს ისტორია მეტია, ვიდრე რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა – ეს არის რუს და სომეხ ხალხებს შორის კავშირი. მანამდე ყველა სომეხს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობდა, ჰქონდა განცდა, რომ რუსეთი – ეს არის ის ძალა, რომელმაც მათი ერი გენოციდისგან იხსნა.
შეახსენეთ, რამ გამოიწვია გენოციდი 1915 წელს? ოსმალებმა შიშით, რომ სომხები რუსეთის მხარეს აღმოჩნდებოდნენ, ჯერ სამხედროები გაწყვიტეს, შემდეგ – ინტელიგენცია და ბოლოს – უბრალო გლეხები. ეს ისტორია სომხებისთვის ტკივილია, მაგრამ ვალდებულებაა რუსეთისთვისაც – გვსურს ეს თუ არა.
ფაშინიანი ცდილობს ეს ყველაფერი მოსპოს და რუსეთის პასუხისმგებლობად წარმოადგინოს როგორც 2020, ასევე 2023 წლების წარუმატებლობები. 120 ათასი სომეხი გააძევეს ყარაბაღიდან, მაგრამ ფაშინიანისთვის ისინი არასასურველი ხალხია – ვერ იტანენ მის რეჟიმს. ის კი ცდილობს მათი მარგინალიზებას. მაგრამ დასმული კითხვაა: თქვენ რატომ არ დაიცავით თქვენი თანამემამულეები?
– რატომ არ გაუმჯობესდა რუსეთის ურთიერთობა აზერბაიჯანთან, თუ ის აღარ უჭერს მხარს სომხეთს?
– იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ჩვენ აღარ ვჭირდებით. მას სჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობა თურქეთთან, ისრაელთან, ბრიტანეთთან. ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან კარგია, მაგრამ უკვე მეორე პლანზეა. ამიტომ ბაქო ეძებს მიზეზებს, რატომ არ ეთანხმება რუსეთს – ხან ზელენსკის ეხუტება, ხან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები აქვს. ჩვენ კი ეს თითქოს არც გვესმის.
ამ დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას დასავლურ არენაზე – ყველაზე უკეთ აშშ-ში, რომ ტრამპი კვლავ იქცეს „მშვიდობისმყოფელად“ და აიღოს ნობელი.
სუბიექტური მიზეზი თავად ილჰამ ალიევია – გამარჯვებული, რომელიც დღეს ქედმაღლობით სუნთქავს. მისი დამოკიდებულება რუსეთთან დაძაბულობაში შედის, თუმცა ამას თავიდან აიცილებდა.
მისი ქმედებები ეჭვს იწვევს. ილჰამი – ეს არის პოლიტიკოსი ევროპულ კოსტიუმში და აზიური ქცევებით. რომელი ასპარეზით არ ჰგავს ფაშინიანს? ორივენი არბევენ ეკლესიებს, ამტკიცებენ, რომ არ ყოფილა სომხური ეკლესია ყარაბაღში – თითქოს იქ მხოლოდ „ალბანური მონასტრები“ იყო.
ცნობისათვის:
ამარასი – IV საუკუნეში დაფუძნებული სომხური მონასტერი.
დადივანკი – XII–XIII საუკუნეების სომხური მონასტერი.
განძასარი – X–XIII საუკუნეების სომხური მონასტერი.
წარმოიდგინეთ, ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ კრემლი – იტალიური კულტურის ძეგლია. ასე შეიძლება ღირსეული მშვიდობა ააშენო? – არა. ეს იქნება მშვიდობა სომხეთის სრული დამცირების ფასად.
დღეს ფაშინიანი ამ გზით მიდის. კარაპეტიანის საქმე ეკლესიასთან ერთად გაჩნდა იმ ფონზე, როცა ფაშინიანი პირველად ათწლეულებში ჩავიდა თურქეთში და იქ განაცხადა: „მშვენიერია, რომ სომხეთი გახდება მსოფლიო გზაჯვარედინი“.
ადრე ის ამტკიცებდა, თითქოს ზანგეზურის კორიდორი რუსეთს სურდა. სინამდვილეში, ამას ყოველთვის თურქეთი და აზერბაიჯანი მოითხოვდნენ – „დიდი თურქული სამყაროს“ იდეისთვის. და ახლა ფაშინიანმა აღიარა, რომ ის მათ ხელს უწყობს.
თუ ის დიდხანს დარჩება, სომხეთი გახდება მორიგი ახლოაღმოსავლური ქვეყანა – საკუთარი ისტორიისა და იდენტობის გარეშე.
და ეს იმ ქვეყანაში, რომელმაც პირველმა მიიღო ქრისტიანობა – 301 წელს, ვერც ბიზანტიამ და ვერც საქართველომ ვერ დაასწრეს. ფაშინიანი კი ამბობს, რომ სომხური ეკლესია „ვიზანტიის დროიდან უცხო აგენტია“. ის ეკლესია, რომელმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა სომეხი ერის იდენტობა სახელმწიფოს გარეშე.