USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ზაალ ანჯაფარიძე - ქართველი დარჩება ქართველად, თუმცა მოემატება პრაგმატულობა/ სტატია ციკლიდან -მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ/
თარიღი:  1398

პროექტი „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ - წარმოადგენს  საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტის“ მცდელობას შეიქმნას სტატიების და ინტერვიუების ციკლი, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების, გარემოს დაცვის და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.

ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები. ასევე ხდება კითხვარის გაგზავნა შერჩეული რესპოდენტებისთვისაც. 

ზაალ ანჯაფარიძე - ქართველი დარჩება ქართველად, თუმცა მოემატება პრაგმატულობა.

პროექტის კითხვებს პასუხობს პოლიტიკის ექსპერტი ბ-ნ ზაალ ანჯაფარიძე

 

- მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული დიდი პროგრესისა მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე მოუმზადებელია მსოფლიო სხვა  ნებისმიერი სახის ბუნებრივი თუ ხელოვნური კატაკლიზმის წინაშე. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე - რატომ არის მსოფლიო ასეთი არამობილური და არაეფექტური სხვადასხვა გამოწვევების წინაშე?

 - COVID-19 პანდემიის აფეთქება ვირუსის მაღალი ვირულენტობის, სწრაფი კონტაგიოზურობის და სხვა აქამდე უჩვეულო მახასიათებელი ფაქტორების გამო, აღმოჩნდა ისეთი გამოწვევა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის, რომელსაც ის აშკარად არ ელოდა, სწორედ მოულოდნელობის ფაქტორმა, ვირუსის დღემდე გაურკვეველმა  გენეზმა უძლური გახადა ჯანდაცვის და პროფილაქტიკის აქამდე არსებული რესურსები, რასაც ჩვეულებრივი გრიპის ეპიდემიის დროს იყენებდნენ, თავი იჩინა სხვა ინსტიტუციონალურმა სისუსტეებმაც, რომლებიც აქამდე იჩქმალებოდა და სწორედ კორონავირუსმა გააშიშვლა

- როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დავდგებით? რა იქნება ეს ყბადაღებული ახალი  პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა?

- ეს უფრო ეკონომისტების სამსჯელო თემაა, მაგრამ ჩემი როგორც არაეკონომისტის აზრით მთავარია შეიქმნას ისეთი პირობები, რომ გაჩნდეს დასაქმების ან თუნდაც თვითდასაქმების მეტი შესაძლებლობა, ადამიანებს არ ჰქონდეთ მუდმივი განცდა და იმედი რომ სახელმწიფო რაღაცას გადმოუგდებს, არამედ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ. „ოქროს თევზი“ კი არ მივცეთ, არამედ თევზაობა ვასწავლოთ კარგად.

ეკონომიკური სირთულეები გველოდება და საკმაოდ მძიმე ეს თავის მხრივ განაპირობებს დიდწილად  სოციალურ განწყობებს და პოლიტიკურ პროცესებსაც.  ისინი უფრო კრიზისისკენ იქნებიან მიდრეკილნი, შეიძლება პოპულისტმა და ნაციონალ-პატრიოტული დღის წესრიგის მქონე ლიდერებმა ინიციატივის ხელში აღება სცადონ. თუმცა შეიძლება მოხდეს საპირისპიროც და კორონავირუსით ფსიქოლოგიურად და ფინანსურ-ეკონომიკურად გამოფიტულ ხალხს აღარ მოუნდეს ახალი კატაკლიზმები.

- ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორის, იორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?

- როგორც ხედავთ ამ იდეას არ მოჰყოლია იმ დონის გამოხმაურება და მხარდაჭერა, რასაც მისი ავტორები შესაძლოა ელოდნენ. ვფიქრობ მათ საზოგადოების ნიადაგი მოსინჯეს როგორც პირწავარდნილმა გლობალისტებმა. თუმცა თუ კორონავირუსთან ბრძოლაში სწრაფი გარდატეხა არ მოხდა და სიტუაცია გაუარესდა, შესაძლოა იდეა ისევ გააქტიურდეს.

- ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური სწავლება, ბიზნესის დისტაციურად მართვა და სხვა მსგავსი დისტანციურ ონლაინ ქმედებები აღარ არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეს უკვე დღეს ხდება. რამდენად შორს წავა მსოფლიო საზოგადოება ამ მიმართულებით?

- ვფიქრობ საკმაოდ შორს წავა და ეს ფართო გზას გაუხსნის ამ კუთხით ტექნოლოგიურ ინოვაციებს

- რამდენად შეძლებს საქართველო  ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდეს, ექნება ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას? აქ იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის და ბლოკ-ჩეინის შესახებ კანონმდებლობის მიღება, ციფრული მმართველობა, არჩევნები, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სერვისები და სხვ. და რა ტიპის გამოწვევებთან იქნება ეს დაკავშირებული?

- სრულად ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის ალბათობა და ინტენსივობა დამოკიდებულია რამდენად არსებობს ქვეყანაში ამის ტექნოლოგიური და ტექნიკური მატერიალური ბაზა, რამდენად განსწავლულია მოსახლეობა IT კუთხით, რამდენად დაფარულია ქვეყანა ინტერნეტით და რამდენად არსებობს ამის პოლიტიკური ნება, თუნდაც არჩევნების ელექტრონულად ჩატარების.  ანუ კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები და როდესაც გვექნება პასუხები ამაზე, მაშინ შეგვეძლება ვიცოდეთ რამდენად შესაძლებელია იმის რეალიზება რაც ჩამოთვალეთ.

- პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში? უტრირებიულად რომ ვთქვათ კომუნისტების დროს ქვეყანაში იყო ე.წ. „ენზე“ მარაგები, რაც აბსოლუტურად ყველა სასაქონლო ნომეკლატურის მარაგებს ითვალისწინებდა, რაც ადამიანს ჭირდება ფუნქციონირებისათვის და ეს მარაგები ყოველ 10 (?) წელიწადში ახლდებოდა.

- პანდემიამ მკაფიოდ დაგვანახა რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული და მოცულობითი სამუშაოს ჩატარებაა აუცილებელი. მე ვიტყოდი, სასურსათო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა უნდა შეიქმნას და ყოველწლიურად განახლდეს და გადაიხედოს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე

- ბევრი მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთ დარგებზე, როგორიცაა ხორბლის წარმოება, ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების ბაზის გაფართოება, მეხორცეობა, მეთევზეობა, რომელიც საერთოდ მიგდებული გვაქვს ეხლა. თქვენ რას ფიქრობთ საით უნდა წავიდეთ და როგორ?

- ვეთანხმები მოსაზრებას რომ ჩამოთვლილი წარმოების დარგების გაფართოება საჭიროა, მეორე საკითხია საამისოდ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ფინანსური რესურსები გვჭირდება . უნდა ვიფიქროთ ამ პროდუქციის არა მხოლოდ შიდა მოხმარებაზე არამედ გარე ბაზრებზე ექსპორტზეც, რომ შემოსავალი მივიღოთ და მისი რეინვესტირება ისევ ამ წარმოების განვითარებაში მოვახდინოთ.

- ადგილობრივი წარმოების განვითარების იდეა რამდენად არის გამართლებული? რამდენად იქნება ის მომგებიანი და შეძლებს თუ არა საქართველო აწარმოოს თავისი ბიზნესებისთვის პროტექციონური პოლიტიკა და დაიცვას თავის ეკონომიკური საზღვრები ახალ ვითარებაში?

საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მიერთებულია რიგ საერთაშორისო შეთანხმებებს, ასევე გვაქვს საკმაოდ იმპორტხელშემწყობი კანონმდებლობა, რის შედეგადაც აქ იმპორტისთვის ზედმეტად სასათბურე პირობებია შექმნილი, ხოლო პროტექციონისტული პოლიტიკისთვის და საკუთარი წარმოების დასაცავად კი ნაკლებად. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი სუსტი და მოწყვლადი სახელმწიფოსათვის ამ მოცემულობის შეცვლა, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საამისოდ.

- ვირუსის შემდეგ შექმნილ ახალ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი ზოგადად ამ „ახალ“ სამყაროში. გვაქვს თუ არა პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შევქმნათ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მიმზიდველი გარემო  და ჩვენი რესურსების და ადგილმდებარეობის გამოყენებით გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი მსოფლიოს რუკაზე?

- პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, თუნდაც ჩვენი საკმაოდ მომგებიანი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, რამდენად იქნება პოლიტიკური ნება, ამის თქმა რთულია და ის დამოკიდებულია საზოგადოებაზე და პოლიტიკურ ძალებზე, კონკრეტულ ადამიანებზე.

- ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად იქნება ფულის ნაკლებობა მსოფლიოში. ანუ ფული იქნება, მაგრამ დღესვე საჭიროა მის მისაღებად მოქმედება და შემდეგ მისი გონივრულად დახარჯვა. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული და სად და რაში დავხარჯოთ შემდეგ?

-მოდით ამ კითხვაზე დეტალური პასუხი მაინც ეკონომისტებს დავუტოვოთ. ფული რომ იშოვო მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი უნდა გქონდეს, თუმცა არა საკუთარი ინტერესების და მოქალაქეების ხარჯზე. რომ ვიცოდეთ რაში დავხარჯოთ, ჯერ ის გავარკვიოთ რა გვინდა და რა გვჭირდება, უფრო სწორად რა სჭირდება ხალხს და არა ელიტებს.

- პანდემია ერთგვარი გამოცდაც არის კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის მიმდინარე მუდმივი პაექრობისა. განსაკუთრებით ეს რელიგიასთან მიმართებაში ჩანს კარგად. თქვენი აზრით მსოფლიო უფრო კონსერვატიული გახდება ვიდრე ლიბერალური თუ პირიქით? მსოფლიო უფრო რელიგიური გახდება თუ პირიქით? და გაძლიერდება თუ არა რელიგიური კონფესიების გავლენა დღევანდელთან შედარებით?

- ვფიქრობ კორონავირუსით შექმნილი გამოწვევები და ამავე დროს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაამძაფრებს ბრძოლას კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის. ვფიქრობ რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ხსნის ძებნას ღმერთთან მეტ უკუკავშირში რის საშუალებასაც რელიგია და ეკლესია აძლევთ,

На изображении может находиться: 3 человека, в том числе Zaal Anjaparidze

- სულიერებას მოკლებული და მხოლოდ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება დღეს გადის პანდემიის მძიმე პერიოდს, ისევ ისეთი იქნება ის პანდემიის შემდეგ თუ განიცდის ტრანსფორმაციას? როგორია თქვენი მოსაზრებები ამ კუთხით?

- რთულია ცალსახა პასუხის გაცემა, თუმცა შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ პანდემიისგან მიღებული მძიმე გამოცდილება უფრო მეტ ადამიანს დააფიქრებს  და უბიძგებს იმისკენ, რომ სულიერებას მეტი ყურადღება დაუთმოს

- სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა. დაიკარგება უამრავი სამუშაო ადგილები, ბევრი ადამიანი გახდება უფრო მეტად დაუცველი სოციალურად ვიდრე აქამდე იყო. რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ დღეს და ხვალ, რომ ეს ასე არ იყოს?

- ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე ამ კითხვას ზემოთ. უპირველეს ყოვლისა ადამიანებს განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველ და მოწყვლად ნაწილს ჩავუნერგოთ რწმენა რომ ეს არ არის ქვეყნიერების დასასრული, ცხოვრება გრძელდება და შევეცადოთ მათ დავეხმაროთ იმაში რომ თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ. ამისთვის სპეციალური მიზნობრივი პროგრამები უნდა შემუშავდეს. თავად ადამიანებმაც უნდა გამოვიღოთ ხელი და ვიფიქროთ ჩვენს განვითარებაზე, გასაგებია რომ ყველა ვერ იქნება ლიდერი და წარმატებული. ზოგს მოუწევს საკუთარ თავს შეუთანხმდეს რომ აუტსაიდერია და დასჯერდეს ამ როლს.

- რას ეტყვით ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს? თუ მას თქვენი აზრით, ეხლა და პანდემიის შემდეგაც დახმარება ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რა თანმიმდევრობით და რა  ნაბიჯები უნდა გადაიდგას (დღეიდან დაწყებული), რომ ბიზნესი არა მარტო გადარჩეს არამედ მის წინ ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს?

- მცირე და საშუალო ბიზნესი ყველა ქვეყანაში ყველაზე უფრო მოქნილია და ყველაზე უფრო მეტად აქვს განვითარებული გადარჩენის ინსტიქტი კრიზისულ პერიოდებში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ამ ტიპის ბიზნესებს გადაუგდებს მაშველ რგოლს, მათ უკვე უნდა დაიწყონ ფიქრი ახალ რეალობებში როგორ გადააწყონ ბიზნესი, სახელმწიფოს შეუძლია ჩამოიყვანოს კარგი ბიზნეს ტრენერები რომლებიც იცნობენ აქაურ რეალობებს, დააფინანსოს ონლაინ კურსები რომ ბიზნესებმა ისწავლონ კრიზის მენეჯმენტი, რომელიც ბევრმა სამწუხაროდ არ იცის. სწორედ შეცდომების ანალიზით,  მათგან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით ხდება წარმატების გზაზე გასვლა. ჩვენი ბიზნესები უნდა ფსიქოლოგიურადაც მოემზადონ ახალ რეალობაში ოპერირებისათვის.

- ისევ მსოფლიო - როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? როგორი იქნება უახლოესი მომავლის ფულის ერთეული? რა ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს? გახდება თუ არა უფრო ეფექტური გაერო?

- ჯერჯერობით ნაადრევია ევროკავშირის დასამარება, თუმცა თუ ევროკავშირმა არ გადახედა მის ამჟამინდელ მმართველობის და ურთიერთობების ფორმებს, შესაძლოა მის რიგებში ცენტრიდანული პროცესები გაძლიერდეს. უახლოეს მომავლის ფულის ერთეულზე ვერაფერს გეტყვით ეს ეკონომისტების და ფინანსიტების სამსჯელოა. ძალიან სერიოზული და კრიტიკული განსჯის თემა გახდება საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა და არ არის გამორიცხული, რომ მათი ძირეული სტრუქტურული რეორგანიზაცია მოხდეს და დიდმა სახელმწიფოებმა დაფინანსება შეუწყვიტონ ან შეუმცირონ.  გაერომ თუ ფუნდამენტურად არ გადახედა მისი ფუნქციონირების საბაზისო პრინციპებს, თუ არ შეამცირა უზომოდ გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატი ასევე არ მოხსნა ვეტოს უფლება, ის ვერ გახდება ეფექტური სტრუქტურა

- ადგილობრივი საკითხები: მუდმივი თემები: - მიწა და თვითმმართველობა. დაგვანახა თუ არა პანდემიამ რომ მიწა უფრო მეტად ღირებულია სახელმწიფოსთვის ვიდრე აქამდე ვთვლიდით? თქვენი პოზიცია პანდემის დროს დანახული და პანდემიის შემდეგ - უნდა აიკრძალოს თუ არა არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე? რა დაგავანახა პანდემიამ - გვაქვს თუ არა ქვეყანაში თვითმმართველობა?  როგორი და რა დოზით თვითმმართველობა გვჭირდება პანდემიის მერე?

- ზოგადად, არასასოფლო მიწების მიყიდვა უცხოელებზე მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისების საფუძველზე უნდა მოხდეს და მინიმუმამდე დავიდეს. რეალური თვითმმართველობა საქართველოში არც პანდემიამდე გვქონდა და პანდემიის პირობებში რამდენად ეფექტური არიან თვითმმართველობის სტრუქტურები ამის შეფასება კიდევ წინ არის. პანდემიის შემდეგ გვჭირდება უფრო დეცენტრალიზებული თვითმმართველობა მეტი უფლებამოსილებებით ადგილზე.

და ბოლოს  სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?  

- პოსტპანდემიური საქართველო იქნება უფრო ტექნოლოგიური და უფრო მდგრადი, ხოლო ქართველი დარჩება ქართველად, თუმცა მოემატება პრაგმატულობა.

 

დიდი მადლობა ბ-ნ ზაალს პასუხების მოწოდებისთვის.

პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“

პროექტის ანოტაცია და კითხვები იხილეთ ბმულზე:https://tbilisipost.ge/

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.