USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო კომპანიაში 3 მრჩეველი ყავთ, რომელთა ჯამური ხელფასი 117,000 ლარია
Date:  1195

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო კომპანიაა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია რეგიონებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნაზეა პასუხისმგებელი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2020 წელი 205.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო კომპანიისთვის 2019 წელიც, რაც 85 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ბოლო 2 წელში 290 მილიონით იზარალა.

 “გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში” დირექტორის მრჩევლის პოსტზე დასაქმებულია სამი ადამიანი, რომელთა ყოველთვიური გასამრჯელოც, ჯამში, 9,750 ლარს (წლიურად 117,000 ლარს) შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული მრჩევლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3250 ლარს შეადგენს, რაც წლიურად 39,000 ლარს ნიშნავს.

თავად ამ შპს-ის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ 2020 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 56,136 ლარი აიღო, რაც თვეში 4,678 ლარს შეადგენს.

2020 წელს "გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ" 38.7 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი და 30 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია მიიღო.

კომპანიაში დასაქმებულია 2800-მდე თანამშრომელი, რომელიც ემსახურება 347 ათასზე მეტ აბონენტს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, როგორც 2019, ასევე 2020 წლებში კომპანიის ზარალის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება იყო. 2020 წელს საკურსო ზარალმა 193 მილიონი ლარი, 2019 წელს კი 52.5 მილიონი ლარი შეადგინა. საკურსო ზარალი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კომპანიას 1.159 მილიარდი ლარის გრძელვადიანი სესხები აქვს აღებული, რითიც ის სხვადასხვა რაიონში წყალმომარაგების პროექტს ასრულებს, ლარის გაუფასურების გამო კი მისი სესხის ნაშთი იზრდება.

2020 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანიას ზარალის სახით 797 მილიონი ლარი ჰქონდა დაგროვილი.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way