USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
Tbilisi
ყველაზე მოთხოვნადი საგრანტო კონკურსი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის
Date:  1370
სოფლის განვითარების სააგენტომ განაახლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგრანტო პროგრამა, რომელიც მერძევეობის დარგის მოდერნიზებას ითვალისწინებს. 
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდება 2024 წლის 16 ივლისის 12:00 საათიდან. განაცხადები მიიღება ბიუჯეტის ამოწურვამდე.
მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მიზნობრიობები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
  •  რძის პირველადი წარმოება
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით)
  • რძის შემგროვებელი პუნქტი
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო (საშუალო ზომის)
  • რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო (მცირე ზომის)                                                                                                                                                                                                     
  • პროგრამის შესახებ დეტალურ ინფრომაციას გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/3VJzEUH
World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way