USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ყველაზე მდიდარი ქვეყანები მსოფლიოში
Date:  1403

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სახელმწიფოების სია ანალიტიკურმა პლატფორმა Statista-მ მსოფლიოს გამოაქვეყნა. გამოცემამ მონაცემების შეფასებისას ერთ სულ მოსახლეზე მშპ, ინფლაციის დონე და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მონაცემები გამოიყენა.

მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე შვეიცარიაა ლიდრობს, სადაც მშპ $673 960 შეადგენს, მეორეა აშშ $505,420, ხოლო მესამე პოზიციაზეა ჰონგ-კონგი -$503 340.

9 უმდიდრესი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით:

1. შვეიცარია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 673,960 აშშ დოლარი
2. აშშ - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 505,420 აშშ დოლარი
3. ჰონგ-კონგი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 503,340 აშშ დოლარი
4. ავსტრალია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 482,760 აშშ დოლარი
5. ნიდერლანდები - მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 377,090 აშშ დოლარი
6. ავსტრალია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 238,070 აშშ დოლარი
7. ბელგია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 230,550 აშშ დოლარი
8. ახალი ზელანდია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 117,620 აშშ დოლარი
9. დანია - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 165,620 აშშ დოლარი

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way