USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის - „ევერესტის“ გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
дата:  399

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით წელს საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა „ევერესტი“ გაიმართა.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი ტური ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 16 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან ფინალურ ტურში 2 500 მოსწავლე გადავიდა.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდა, რომლებმაც როგორც ოქროს ტურში, ასევე სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში მაქსიმალური ქულები დააგროვეს. „ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ:

  • დამიანე მამრიკიშვილი (თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე);
  • ანდრია ესართია (თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე);
  • ნაია ნადიბაიძე (თბილისის 221-ე მე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე).

„ევერესტის“ გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ, ფინალური ტურის მონაწილეები კი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის შექმნას, განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შემეცნებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობები და თითოეულ მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინიციატივაში, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ამ სეზონზე ოლიმპიადას კვლავ შემოუერთდნენ მოსწავლეები გალიდან, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს ინიციატივის ინკლუზიურ ხასიათს და მასშტაბს. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати