USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
ყველაზე ძვირადღირებული წიაღის მოპოვების ლიცენზიები საქართველოში- TOP-20
Date:  2208

საქართველოს ექსპორტში წამყვანი პოზიციები უჭირავს მინერალური რესურსების ექსპორტს. ესაა სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ოქრო და მინერალური წყლები. ამ ბუნებრივი რესურსების მოპოვების მრავალწლიან ლიცენზიებს საქართველოს მთავრობა გასცემს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ 8 ათასზე მეტი ლიცენზია გაიცა, რომლებშიც ინვესტორებმა ნახევარ მილიარდ ლარამდე გადაიხადეს.

კომპანიებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ლიცენზიების მფლობელია RMG ჯგუფი, რომელმაც 10 წლის წინ ოქროს და სპილენძის მადნების მოპოვებისთვის ლიცენზიებში ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ორი ყველაზე ძვირადღირებული - 110 მილიონი ლარის და 93 მილიონი ლარის ლიცენზიები სწორედ RMG ჯგუფის საკუთრებაა. მესამე ადგილზეა “IDS ბორჯომის” ლიცენზია, რომელმაც 2009 წელს შეძენილ ლიცენზიაში $8.2 მილიონი გადაიხადა. კომპანიამ ამასთანავე, მოპოვების რესურსების გაზრდისთვის სხვადასხვა წელს დამატებით 24 მილიონი ლარიც გადაიხადა. მეოთხე პოზიციას იკავებს “ჰაიდელბერგცემენტი”, რომლის შვილობილიც “თერჯოლა კარიერი” კირქვის მოპოვების ლიცენზიას ფლობს, რაშიც 20 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი. მეხუთე პოზიციაზეა “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც ჭიათურა-საჩხერეში მანგანუმის მოპოვების $6 მილიონიან ლიცენზიას ფლობს.

ყველაზე ძვირადღირებული წიაღის მოპოვების ლიცენზიები - TOP-20

1. ოქრო ბოლნისი დმანისი, შპს „RMG GOLD“ - ₾110,500,000, ფართობი 193.76 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
2. ოქრო ბოლნისი მარნეული დმანისი წალკა თეთრიწყარო, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ (RMG ჯგუფი) - ₾93,500,000, ფართობი 865 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
3. მინერალური წყალი შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, - ფასი $8,200,000, ასევე ₾8,924,346, ასევე ₾8496192, ₾2227127, ასევე ₾1,965,113,ლარი, ასევე ₾ 3,737,363. ფართობი - 3.4 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
4. კირქვა დედოფლისწყაროს რაიონი, შპს „თერჯოლა-კარიერი“ (დაკავშირებულია ჰაიდელბერგცემენტთან) ჯამური მოპოვება 31 413 800 ტ, ფასი - 20,357,864 ლარი, ფართობი 31.26 ჰა მოქმედი ლიცენზია;
5. კირქვა მარნეული შპს „რუგე კაპიტალი“ ჯამური მოპოვება 169261500 ტ, ფასი - 6,800,000$ 122,5 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
6. მანგანუმი საჩხერე - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007წ. - $6,050,000 , ფართობი 16,430 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
7. მანგანუმი ჭიათურა-საჩხერე შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2008-2011წ._ 1,600,000ტ მომდ.წ.ში - $6,050,000, ფართობი 16,430 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
8. კირქვა მარნეული შპს „პაიონიერ ცემენტ ინდასტრიზ ჯორჯია ლიმიტიდი“ ჯამური მოპოვება 169,261,500 ტ. ფასი - $3,300,000, ფართობი 122,5 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
9. ოქრო ბოლნისი RMG Copper - ₾9,500,000, ფართობი 26.28 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
10. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტური შელფის ნაწილზე), 30 წელი, ფასი - $2,200,000, ლიცენზია გაუქმებულია;
11. კირქვა დედოფლისწყარო შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ჯამური მოპოვება 29 048 000 ტ, ფასი - ₾5,000,079, ფართობი - 26,7 ჰა, მოქმედი ლიცენზია;
12. მანგანუმი ონი შპს „მეტექს“ ჯამური მოპოვება 837972 ტ. ფასი - ₾4,013,192, ფართობი - 54,78 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
13. ოქრო მარტვილი - შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანია“, ფასი - ₾3,150,000, ფართობი 1607 ჰა, ლიცენზია გაუქმებულია;
14. მინერალური წყალი, ჩოხატაურის რაიონი, სს „წყალი მარგებელი“ 213.1 მ3/დღიურად, ფასი - 3,025,000 ლარი, ლიცენზია მოქმედია;
15. ოქრო ადიგენი შპს „გოლდ ლენდი”, ფასი - ₾2,862,125, ლიცენზია მოქმედია;
16. მინერალური წყალი ბორჯომი შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, მოცულობა 50,114.5 მ3/წელიწადში, ფასი - 2,802,065 ლარი, ფართობი 0.14 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
17. კირქვა დედოფლისწყარო შპს „რუსთავის ფოლადი“ ჯამური მოპოვება წელიწადში არანაკლებ 300,000 ტონა, ფასი - 2,180,907 ლარი, ფართობი 8,45 ჰა, ლიცენზია მოქმედია;
18. ნახშირი ტყიბული ამბროლაური შპს „საქნახშირი“ ჯამური მოპოვება 233,298,000 ტონა, ფასი - 1,650,000, ფართობი 5480 ჰა შპს "საქნახშირი", ლიცენზია მოქმედია;
19. ოქრო ქარელი ხაშური სს „გოლდსეპტ საქართველო“ - ₾1,540,000, ლიცენზია მოქმედია;
20. ბუნებრივი აირი ასპინძა შპს „ვარძია“ ბრძანების შესაბამისად, ფასი - 1,500,000 ლარი, ფართობი 0,32 ჰა, ლიცენზია მოქმედია.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way