USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი
თარიღი:  713

Transfermarkt-ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელითაა წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მაღალი საბაზრო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომლის ფასიც ამჟამად 35 მილიონ ევროს აღწევს.

საერთო ჯამში, აღნიშნულ პლატფორმაზე წარმოდგენილი ქართველი ფეხბურთელების კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია 54 მილიონ ევროს შეადგენს.

გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებული მოქმედი ქართველი ფეხბურთელების რეიტინგს:

1. ხვიჩა კვარაცხელია - €35 მილიონი, SSC Napoli;

2. გიორგი მამარდაშვილი - €20 მილიონი, Valencia CF;

3. საბა ლობჟანიძე - €4.3 მილიონი, Hatayspor;

4. დავით ხოჭოლავა - €3 მილიონი, FC Copenhagen;

5. გიორგი მიქაუტაძე - €2.2 მილიონი, FC Metz;

6. გიორგი ქვილითაია - €2 მილიონი, APOEL Nicosia;

7. ოთარ კიტეიშვილი - €2 მილიონი, SK Sturm Graz;

8. გიორგი ჩაკვეტაძე - €2 მილიონი, Slovan Bratislava;

9. ზურიკო დავითაშვილი - €2 მილიონი, FC Girondins Bordeaux;

10. ვალერი ყაზაიშვილი - €1.5 მილიონი, Ulsan Hyundai;

11. ლუკა ლოჩოშვილი - €1.5 მილიონი, US Cremonese;

12. ირაკლი აზაროვი - €1.2 მილიონი, Red Star Belgrade;

13. სოლომონ კვირკველია - €1 მილიონი, Neftchi Baku;

14. გიორგი წიტაიშვილი - €1 მილიონი, Lech Poznan;

15. ნიკა კვეკვესკირი - €0.8 მილიონი, Lech Poznan.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის