USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
„ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინასებთ“ - კალაძე NGO-ების საგრანტო პროგრამაზე
თარიღი:  438

„ვისაც მართლა აქვს სურვილი, რომ კარგი საქმე აკეთოს ამ ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ემსახუროს ამ ქვეყანას და არა ვიღაც სხვას, გაატაროს არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანასების გზით მათი მოსყიდვის საფრთხეებს ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მართლა კეთილ საქმეს აკეთებს და ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინასებთ. გუშინ პრემიერმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ის შანტაჟი, რომელიც მოდიოდა უცხოეთიდან, ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ - ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკეთესი ხომ არ იქნებოდა არასამთავრობოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები ხელისუფლებას სოციალური პროგრამებისკენ მიემართა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ისედაც აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებსაც დავეხმარებით, უსახლკაროებსაც, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, წინ წავიდა, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და პრობლემები. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იქამდე, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება. ყველა ოჯახს და ყველა ადამიანს გვერდით დავუდგებით. რაც შეეხება არასამთავრობოებს, სახელმწიფო ხელს შეუწყობს, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ კონკრეტული ორგანიზაცია, ვინც საქვეყნო საქმეს აკეთებს და ემსახურება თავის სამშობლოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის