USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
ყველაფერი თომასის მიხედვით : აზერბაიჯანს ყარაბახი, სომხეთს დასავლეთის აპლოდისმენტები
თარიღი:  1419

აზერბაიჯანელი  პოლიტიკოსი გვთავაზობს ყარაბახის პრობლემას შევხედოთ ცნობილი თეორიის -„თომასის თეორიის“  პოზიციიდან.  მისი აზრით, აზერბაიჯანი აღმოჩნდა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებზეც განსაკუთრებული გულმოდგინებით ატარებდნენ ექსპერიმენტებს ევროპული დემოკრატიის ქომაგები. რაც შეეხება სომხეთს, მან სულ ამაოდ  ირწმუნა, რომ ყარაბახს მას არგუნებდნენ.

 

ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრება განპირობებულია მრავალრიცხოვანი ფაქტორებით, კანონებითა და კანონზომიერებით. იგი რეგულირდება და რეგლამენტირდება სხვადასხვა განწყობებით, სტერეოტიპებით, ჩვევებით, კულტურული პატერნების ტრადიციებით და ა.შ. მაგრამ ამ მრავალრიცხოვან ფენომენთა  შორის არის ერთი ფაქტორი, რომელიც ახასიათებს არა მხოლოდ ადამიანის ამჟამინდელ მდგომარეობას საზოგადოებაში, არამედ  მის მისწრაფებებს, მისი ქცევის წესსა და ტიპს მომავალში. სოციალურ ფსიქოლოგებთან ამ ტერმინმა მიიღო „თომასის თეორიის“ სახელწოდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ, თუკი ადამიანები რიგ სიტუაციებს მიიჩნევენ რეალობად, ისინი მომავალში მართლაც იქცევიან რეალობად.

თუკი ირწმუნებ, რომ ბანკი გაკოტრდა, ის მართლაც გაკოტრდება

უილიამ თომასი, ამერიკელი სოციოლოგი და სოციალური ფსიქოლოგი, გასული საუკუნის დასაწყისში ალბათ ვერასგზით  წარმოიდგენდა, რომ მისი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის რეალობას წარმოდგენა რეალობის შესახებ, გახდებოდა ასეთი პოპულარული არა მხოლოდ მეცნიერ--მკვლევარებში, არამედ მწერლებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სცენარისტებშიც კი. გარკვეულ მომენტში თომასი იქცა საკულტო, მისტიურ პერსონად. შემთხვევითი არაა, რომ 1943 წელს მეორე ამერიკელმა მეცნიერმა-რობერტ მერტონმა  მის თეორიაზე დაყრდნობით დაწერა ბესტსელერად ქცეული წიგნი „თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება“, სადაც ამტკიცებს, რომ საზოგადოება არსებობს და ვითარდება იმის შესაბამისად რა წარმოდგენისაა საკუთარ რაობაზე და რა მიზნებს ისახავს.

 

უილიამ თომასი ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მის თეორი შორეულ აზერბაიჯანში გამოიყენებდნენ

სურვილები, მიზნები და „წინასწარმეტყველება“, მერტონის თეორიის მიხედვით, რეალობაში ხორციელდება იმდენად, რამდენადაც ადამიანები იღებენ მათ და ისწრაფვიან მათ განსახორციელებლად. ბევრი მოვლენა საზოგადოებაში სწორედ ამ სცენარის მიხედვით ხდება. მაგალითად: თუ ბევრი ადამიანი დაიჯერებს, რომ ბანკი გაკოტრდება და ისინი გამოიტანენ თავიანთ ანაბრებს, ბანკი ნამდვილად გაკოტრდება. ასე, რომ მთავარია არა ბანკი თავისი აქტივებით, არამედ რწმენა ბანკის მიმართ. ასე, რომ ადამიანთა საზოგადოება დაფუძნებულია არა მხოლოდ მატერიალურად არსებულ მოვლენებზე, არამედ ამ მოვლენების მდგრადობისა და მისი ძალის მიმართ ფსიქოლოგიურ რწმენაზე.

ევროპარლამენტსა და ზოგიერთ ევროპული ქვეყნის პარლამენტში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანის მიმართ კრიტიკული რეზოლუციების მიღებასთან, საჩვენებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეირყა წლობით ნაგროვები რწმენა ამ ინსტიტუტებისა და ამ ქვეყნების მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა დაკარგეს  მათ მიერ დეკლარირებული ღირებულებების რწმენა  და განსაკუთრებით იმ ადამიანების რწმენა,  რომლებიც ამ ღირებულებებს განასხეულებდნენ.

კიდევ ერთ, ზემოქმედების ეფექტით საპირისპირო მაგალითად შეიძლება განვიხილოთ თომასის თეორიის აღქმა ჩინეთში, რომლის ძალმოსილებას ხედავს და იღებს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩვენს პლანეტაზე, რომლისაც სწამს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, ხოლო ამით ძლიერდება მისი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში, გლობალურ ეკონომიკაში და საერთო-საკაცობრიო ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში.

 ევროპარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ევროპული ღირებულებების მიმართ რწმენ შეირყა

თომასის თეორია არ შეიძლება აღვიქვათ ვულგარულად და მივიჩნიოთ, რომ წარმატება გარანტირებული გვაქვს, „თუ მჯერა წარმატების“ და, პირიქით, მომავალი გაურკვეველია, „თუ არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში და ჩემს ხვალინდელ დღეში.“ კონკრეტული ადამიანის  და, მით უფრო,  საზოგადოებრივი მიმართებების დონეზე თომასის თეორია არ მუშაობს ასე პირდაპირ და სწორხაზოვნად. იგი განპირობებულია მრავალი გარემოებით, რომელთა შორის საკვანძოა ღირებულებები, მიზნები, მოტივები, სურვილები, მათი მიღწევის საშუალებები და, რაღა თქმა უნდა, რწმენა. ამ ცნებების ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ,  როგორ ხდება, რომ სხვადასხვა აზრები, მიზნები და, მერტონს თუ დავესესხებით, „წინასწარმეტყველება“ ადის თვისებრივად ახალ საფეხურზე და როგორ ხდება, რომ ადამიანთა იდეალური წარმოდგენები იქცევა რეალურ შედეგებად.

პოლიტიკური ღალატი ფუკუიამას ნაცვლად.

 მსოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი და ღირებულებები, რომელთა წყალობითაც კოლექტიური დასავლეთი „იზიდავდა“ მსოფლიოს, სულ უფრო ხშირად ხდება ხელახალი გააზრების ობიექტი. როგორია ეს ღირებულებები და რა ხდება მათთან დაკავშირებით? რომ არ წავიდეთ ფილოსოფიურ  წიაღსვლებში, საჭიროდ მიმაჩნია მოვიტანო რამდენიმე მაგალითი, რომელთაც შეცვალეს ახალი მსოფლიო წესრიგი.

XX საუკუნეში, ორი მსოფლიო ომის კოცონში  გამოკრისტალდა დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ტოლერანტობა და შემწყნარებლობა.  თითქოსდა სამუდამოდ დარჩა  წარსულში დასავლეთის კოლონიური ამბიციები, დომინირების  უგუნური სურვილი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა, თითქოსდა საბოლოოდ უნდა განემტკიცებინათ ფაშიზმის კლანჭებისაგან გამოგლეჯილი იდეალების რწმენა და ექციათ ისინი სრულყოფილ, უნივერსალურ და საერთოადამიანურ ფასეულობებად. ამერიკის წინამძღოლობით დაიწყო  დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ტრიუმფალური სვლა  და უკვე 1989 წელს გამოჩენილი ამერიკელი ისტორიოგრაფი ფრენსის ფუკუიამა თავის სტატიაში, რომელმაც შემდეგ სათავე დაუდო მის ცნობილ ნაშრომში  “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ ავტორი წერდა, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ გამარჯვება იზეიმა მთელ მსოფლიოში.

აღმოსავლეთ ევროპის ხავერდოვანი რევოლუცია გვპირდებოდა საყოველთაო ნეტარებასა და მიწიერ სამოთხეს.

ყველაფერი ისეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი ვერ აღმოჩნდა და უკვე 2019 წელს, 30 წლის თავზე ფუკუიამამ აღიარა თავისი თეორიის ძირითადი დებულებების მცდარობა. რამ იქონია გავლენა იმ ღირებულებების ცვლილებებზე, რომლისთვისაც თუნდაც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში 80 მილიონი ადამიანი დაიღუპა. პასუხი ძალიან მარტივია-ადამიანის ფსიქოლოგია. საქმე იმაშია, რომ ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა, რომელთა ამოცანაა საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებების აღწერა და ახსნა, რატომღაც დაივიწყეს, თუ როგორ იცვლება ფსიქოლოგია და ქცევა ადამიანისა,როცა მისი აზრი, იდეა ან პოზიცია ხდება დომინირებული.სწორედ ეს მოხდა ლიბერალური დემოკრატიის იდეასთან მიმართებაში-ტოტალური მსოფლიო დომინირება.

როგორ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, დასავლურმა სამყარომ, აღიარა რა ტოტალიტარიზმის გამარჯვება და მიიღო რა ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების პრიმატი, იმავდროულად საფუძველი ჩაუყარა ღირებულებათა ამ სისტემის დეგრადაციასა და განადგურებას. დასავლეთმა, რომელიც ყველას და ყველაფერს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა, თავის თავს უღალატა. მან უგულვებელყო თავად დემოკრატიის ფენომენის კრიტიკული გააზრება და გადაწყვიტა მიიღოს იგი როგორც ადამიანებსა და ქვეყნებზე ზემოქმედების უალტერნატივო, დოგმატური ინსტრუმენტი და არა როგორც საზოგადოებრივი მოწყობის ყველაზე ეფექტური ფორმა. დემოკრატიის მოჩვენებითმა ტრიუმფალურმა სვლამ და განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლამ კიდევ უფრო გაამყარა ეს არაბუნებრივი მდგომარეობა  და დემოკრატიული ღირებულებების ექსპანსია გახდა უალტერნატივო, აქსიომატური და კრიტიკის მიღმიერი რეალობა. ვინც მას უსიტყვოდ იღებდა, აპლოდისმენტებსა და დითირამბებს უძღვნიდნენ, ყველა სხვა დანარჩენებისათვის გამზადებული იყო სანქციების მარყუჟები, ფერადი რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები და მათ საშინაო საქმეებში ხელების ფათური „დიადი დემოკრატიული იდეის სახელით“. ასეთი მიდგომა იქცა ნორმად და დასავლეთი არ დაფიქრებულა, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ქმედებები მათთვის, ვინც მას ენდობოდა, ან მათთვის, ვისაც იგი აიძულებდა.

მაგრამ დადგა არაბული გაზაფხული, რომელმაც დაამუხრუჭა ლიბერალიზმის ტრიუმფალური სვლა. ყველაფერი დასრულდა საყოველთაო კატასტროფითა და საერთო იმედგაცრუებით

რიგ კვლევებში, რომლებიც აანალიზებენ ამ პარადოქსალურ სიტუაციას, დაიწყეს გამოყენება ტერმინის-დასავლური სამყაროს ფასეულობების „პოლიტიკური ღალატი“. ასე, მაგალითად, ამერიკელი მეცნიერი ვ. მიდი წერს, რომ აშშ-ში პოლიტიკური პარტიების მიმართ სკეპტიციზმის ექსპონენციალური ზრდა პირდაპირ კავშირშია მათ მიმართ იმედგაცრუებასთან. ა. პ. გირლანდომ თავის კვლევაში ევროს მიმოქცევაში შემოტანას უწოდა დემოკრატიული ევროპის ჭეშმარიტი ფასეულობების დაუფარავი „პოლიტიკური ღალატი“, რომელიც ამდიდრებს გერმანიას სხვა ქვეყნების ხარჯზე. ეს ნაბიჯი, მისი აზრით, უპირისპირდება თავდაპირვანდელ დაპირებებს საყოველთაო თანასწორობის, კეთილდღეობისა და აყვავების შესახებ და ევროპული სახელმწიფოები კიდევ უფრო მოწყლვადები და ღარიბები გახადა.

მილგრემის აქსიომა

ომისშემდგომი სიტუაცია ევროპაში გასაოცრად მიესადაგება სტენლი მილგრემის მიერ იელის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის სქემას. ეს ექსპერიმენტი იკვლევდა იმ ადამიანების ქცევების თავისებურებებს, რომლებიც გაათავისუფლეს თავიანთი ქცევების შედეგებზე პასუხისმგებლობისაგან. თავდაპირველად მილგრემი აპირებდა ექსპერიმენტი წამოეწყო გერმანიაში, რადგანაც მის სამეცნიერო მიზანს წარმოადგენდა როგორმე ეპოვა ახსნა და გამართლება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ომის დროს საშინელებებს ჩადიოდნენ, ოღონდ ნაცისტების ბრძანებით. თუმცაღა, შემდგომ, აშშ-ში ჩატარებული პირველი ექსპერიმენტის შემდეგ, მისთვის ცხადი გახდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი ფენომენი იყო უნივერსალური და სადმე გამგზავრება ცდის ჩასატარებლად საჭიროებას არ წარმოადგენდა.“მე აღმოვაჩინე იმდენი მორჩილება, -ამბობს მილგრემი,- რომ ვერ ვხედავ ამ ექსპერიმენტის გერმანიაში ჩატარების აუცილებლობას“.

ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ  მილგრემი, რომელიც  გახლდათ ექსპერიმენტის ხელმძღვანელი და მონაწილეებს უხსნიდა, რომ აღნიშნული ექსპერიმენტის მიზანი იყო დამახსოვრების პროცესზე ტკივილის გავლენის შესწავლა, დაქირავებული თანაშემწე, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ცდისპირი იყო და სპეციალურად მოწვეული მსახიობი, რომელიც სიტყვების ვერდამახსოვრებისა და ტკივილის იმიტაციით  პროვოცირებას უწევდა „ზედამხედველს“ „დაესაჯა“ იგი ელექტროდენის დარტყმით ისე, რომ ყოველ ჯერზე გაეზარდა მისი  სიძლიერე.

თომასის თეორიის შემდეგ გაჩნდა მილგრემის აქსიომა, რომელიც ამტკიცებდა  უნივერსალური მორჩილების ფენომენს მთელ მსოფლიოში

ექსპერიმენტი დასრულდა შოკისმომგვრელი შედეგებით. ჩვეულებრივი , რიგითი ადამიანები-სტუდენტები, კლერკები, მუშები, მასწავლებლები, ქალებიც და მამაკაცებიც,არა სადისტები და დამნაშავეები შემთხვევათა 65%-ში    მიმართავდნენ   ელექტროშოკის სასიკვდილო(450 ვოლტი) ვოლტაჟს  მხოლოდ იმიტომ, რომ  ვერ უგულვებელყოფდნენ  უშუალო ხელმძღვანელის ავტორიტეტულ აზრსა  და ბრძანებას და იმიტომ, რომ  მათი ქცევის შედეგებზე პასუხისმგებლობა ფორმალურად  მათ არ ეკისრებოდათ.

ზუსტად იგივენაირად, უნდოდა რა „ესწავლებინა“ დემოკრატია მთელი მსოფლიოსათვის, დასავლეთი ხელს აჭერდა თავის „ელექტრონულ“ ღილაკებს  და თუ არ გამოსდიოდა, დაუფიქრებლად უშვებდა ქსელში „დემოკრატიული დენის“ ისეთ ძაბვას, რომელიც არღვევდა ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ქსოვილს, ხალხს ითრევდა ქაოსსა და უბედურებაში. საბოლოო ჯამში, ისე, რომ აბსოლუტურად არ უგია პასუხი თავისი „კეთილშობილური“ გაკვეთილებისათვის, დასავლეთმა არა მხოლოდ  შეარყია მის მიმართ  რწმენა სხვა ხალხებში, არამედ თანამოქალაქეების რწმენაც  საკუთარი, დასავლური ღირებულებებისადმი.

საბოლოო ჯამში დისონანსმა  დასავლური სამყაროს ღირებულებებს, მის მიზნებსა და მეთოდებში იმდენად გაზარდა სკეპტიკოსების, პოპულისტებისა და ულტრარადიკალების  რაოდენობა, რომ  გასცდა რა კრიტიკულ მასას, საქმეში ჩართო თომასის თეორია:დაიწყო კაპიტოლიუმის შტურმი, რომელმაც, თუ ხატოვნად ვიტყვით, აშშ-ის მოქალაქეები იქამდე მიიყვანა, რომ დაიწყეს „პოლიტიკური ბანკიდან პოლიტიკური ანაბრების  მასობრივი გატანა’’ . სამწუხაროდ, დღესაც ადამ შიფტები  და მისი მსგავსი კონგრესმენები აგრძელებენ თავიანთ საშინელ ექსპერიმენტს ისე, რომ არც კი ესმით, რომ  ახალი რეალობა იქმნება არა მათ მიერ, არამედ იმათით,  ვინც ამაღლდა რა ტკივილსა და ზეწოლაზე, შეძლო შეენარჩუნებინა თავისი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა.

 საკუთარი თავის რწმენა-ყარაბახის რწმენა

იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომლებზეც დემოკრატიის ქომაგები განსაკუთრებული  გატაცებით  ატარებდნენ ექსპერიმენტებს, აღმოჩნდა აზერბაიჯანიც. თუმცა, აქ, არსებითად, თომასის თეორიამ ითამაშა დადებითი როლი. თუ მივყვებით ამ თეორიის ლოგიკას,  ჩვენ გავიმარჯვეთ ყარაბახში იმიტომ, რომ  გვჯეროდა გამარჯვების. მაგრამ ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა სრულიად მოულოდნელი შედეგები.

ვატარებდით რა გამოკითხვას მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, რესპოდენტებს ვუსვამდით ორ შეკითხვას: პირველი:-„გჯეროდათ, რომ ყარაბახს სრულად დავიბრუნებდით?“ და მეორე- ‘’გინდოდათ თუ არა ყარაბახის დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის სრული აღდგენა?“  გამოკითხულთა უმრავლესობაში ეს  პასუხები მნიშვნელოვნად  განსხვავდებოდა  ერთმანეთისაგან.  მაგალითად, პირველ კითხვაზე ბევრი პასუხობდა უარყოფითად, ხოლო მეორე შეკითხვაზე უდიდესი უმრავლესობა ამბობდა  „დიახ!“.  ერთი სიტყვით,  ჩვენ მივიღეთ უჩვეულო წინააღმდეგობა რწმენასა და სურვილს შორის, რომელიც უთუოდ მოითხოვს განმარტებას.

დამარცხებული სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანელებს არ სჯეროდათ, მაგრამ სურდათ

დიახ, ჩვენ ნამდვილად გვინდოდა და ნამდვილად ვოცნებობდით ამ დიად გამარჯვებაზე, რაშიც მთელი ჩვენი გული და სული ჩავდეთ და  რაც ჩვენი ხალხის ურყევ ნებასა და ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების გმირობასა და თავგანწირვაში განსხეულდა. იმავდროულად მსოფლიო თანამეგობრობისა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა-როგორც ამ კონფლიქტის მოგვარებაზე პასუხისმგებელთა- 30-წლიანმა  უმოქმედობამ ნამდვილად შეარყია ჩვენი რწმენა, მაგრამ არა რწმენა ყარაბახის დაბრუნების, არამედ იმათ მიმართ, ვინც მათ მიერვე დეკლარირებული ღირებულებების მიხედვით  ვალდებული იყო გადაეჭრა კონფლიქტი და მოეთხოვა ჩვენი მიწების დაბრუნება.

ეჭვგარეშეა, რომ ევროპული სამყაროს ფასეულობებსა და  იმპლემენტაციის მისეულ მეთოდებს შორის დისონანსმა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, ყველაზე მტკივნეულად სწორედ ჩვენ დაგვარტყა.მილიგრემის დენის ძაბვას 30 წლის მანძილზე ვგრძნობდით საკუთარ თავზე.აზერბაიჯანელებს, რომელთაც წაართვეს საკუთარი ტერიტორიის  20%, მსოფლიოს წარუდგენდნენ როგორც ოკუპანტებს, ჩვენ, ეთნოწმენდით გამოდევნილებს სომხეთიდან და ყარაბახიდან,  ბრალს გვდებდნენ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, გვაიძულებდნენ ჩვენივე მიწების დანაშაულებრივი ანექსიის მართლზომიერების აღიარებას, ჩვენ წინააღმდეგ აწესებდნენ სანქციებსა და შეზღუდვებს.სწორედ ასეთმა ქმედებებმა განსაზღვრა ურყევი სკეფსისი  დეკლარირებული დასავლური მიზნების გულწრფელობის მიმართ. თუმცაღა ამ იმედგაცრუებას ჰქონდა თავისი დადებითი მხარე-ვირწმუნეთ საკუთარი თავის და აღვივსეთ დაუცხრომელი ჟინით დაგვებრუნებინა ის, რაც  სამართლიანად  ჩვენვე გვეკუთვნოდა.

ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ  სურვილს აქვს ენერგეტიკული მდგენელი, ის აღგვანთებს, გვიბიძგებს  მოქმედებისაკენ.ხოლო ამ ქმედებების მიმართულებას განსაზღრავს რწმენა, რომელიც ყოველთვის საგნობრივია. სამართლიანობის რწმენა აყალიბებს სამართლიანობისათვის ბრძოლის სურვილს, საკუთარი თავის რწმენა ხელს უწყობს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას, ხოლო საკუთარი ხალხის მიმართ რწმენა აღანთებთ მათ ლიდერებს  დიადი საქმეების აღსასრულებლად. სწორედ ისე, როგორც  ილხამ ალიევმა, როგორც ლიდერმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა  შეძლო არა მხოლოდ დაეცვა თავისი ხალხი  ფსევდოდემოკრატიული ფასეულობების  ნეოკოლონიური ექსპანსიისაგან, არამედ დაანახა  მათ ორი ფუნდამენტური ფასეულობა: საკუთარი ძალის რწმენა და ყარაბახის დაბრუნების დაუცხრომელი ჟინი.

ამ მისწრაფების მთელი ენერგეტიკა, ნასაზრდოები საკრალური ყარაბახის დაბრუნების რწმენით,   მიემართა მთელ აზერბაიჯანს  და გამოიხატა რეალურ ქმედებებში: ეკონომიკის აღმავლობაში, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, არმიის გაძლიერებაში, მეზობლებთან და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, საერთაშორისო ინსტიტუტებში პატივისცემისა და ავტორიტეტის მოპოვებაში.

 ალიევის  „რკინის ხელი“ იდგა  ძლევამოსილი აზერბაიჯანული არმიის სათავეში

დაიბრუნო ყარაბახი იმის რწმენით,  რომ იგი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და არა იმ ფანტომური ღირებულებების რწმენით, რომელსაც გვთავაზობდნენ შუამავლები, არის სწორედ ის გენიალური მიდგომა პრეზიდენტ  ი. ალიევისა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი გამარჯვება  და მოქმედებაში მოიყვანა თომასის თეორემა.

სომხეთის მემკვიდრეობა: დასახიჩრებული თაობა და დასავლეთის აპლოდისმენტები

და სომხეთთან დაკავშირებით რა ხდება?

ვფიქრობ, შესაძლებელი რომ იყოს ზემოაღნიშნული კითხვების დასმა სომხებისათვის, პასუხები გარკვეულწილად სხვაგვარი იქნებოდა. ვვარაუდობ, რომ ორივე ამ შეკითხვაზე  „გჯერათ, რომ  ყარბახს თქვენ გადმოგცემენ?“ და “გსურთ, რომ ყარაბახი  თქვენ გადმოგცენ ?“-სომხები გასცემდნენ დადებით პასუხს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამაშია მათი ტრაგედია. მათ ნამდვილად დაიჯერეს, რომ  შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე დაიკანონონ ოკუპირებული ტერიტორია  და, რაც მთავარია,  მათ ამაში დაეხმარებიან. სომხებმა დაიჯერეს, რომ  შესწევთ უნარი აიძულონ მსოფლიო თანამეგობრობა მათ ყველაფერში მხარი დაუჭირონ და დაიცვან. დაიჯერეს თავიანთი განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა,  დაექვემდებარნენ იმათ, ვინც იყვნენ მილგრემის მსოფლიო ექსპერიმენტის ორგანიზატორები და იქცნენ მათ მორჩილ და გულმოდგინე დამხმარეებად.

საკუთარი ნებით დააჭირეს რა „დემოკრატიულ ღილაკებს’’  და ფსევდოდემოკრატიული ღირებულებების „ელექტრონული ძაბვით“ საკუთარი ხალხი  მიიყვანეს რა კონვულსიამდე, სომხეთის ლიდერებმა გადაკვეთეს წითელი ხაზი  და დაღუპეს იგი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ათასობით დაღუპული, ათი ათასობით დასახიჩრებული  და დაჭრილი , ასი ათასობით მორალურად დამცირებული და შეურაცხყოფილი სომეხი მოქალაქე ამის პირდაპირი მტკიცებულებაა.  თვით ყარაბახის ხელში ჩაგდების სურვილიც  კი, რომელიც სომხებში ენერგეტიკული მამოძრავებლის როლს ასრულებდა, მიმართული იყო არა ყარაბახისკენ, არა სომხეთისკენ, არამედ გარეთ, სიცარიელეში, დასავლეთის უაზრო აპლოდისმენტებისაკენ, საჩვენებელი ბრავადისაკენ, ყოყლოჩინობისაკენ, ფორმალური, ე. წ. ევროინტეგრაციისაკენ, პიროსის გამარჯვებისაკენ, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებში მიღებული არაფრისმთქმელი რეზოლუციებისაკენ.

ყალბ რწმენაზე დაფუძნებულმა  მთელი თაობის  ამაოდ დახარჯულმა  ძალისხმევამ  ვერ გამოიღო შედეგი და დღეს  სომხეთში ყველაზე პოპულარულ სიტყვად იქცა სიტყვა „მოღალატე“. ღირს კი გაოცება თუ რა ზუსტად იმუშავა თომასის თეორიამ იმათთან მიმართებაში, ვინც ათწლეულების განმავლობაში არად აგდებდა სხვათა ინტერესებს, საკუთარი ხალხის ინტერესებსაც კი და  თავად შეეჯახა ამ საშინელ რეალობას.  სწორედ ამიტომაც  აზერბაიჯანის გამოცდილება შეიძლება იქცეს  მაშველ რგოლად არა მხოლოდ  დასაძირად  გამზადებული სომხეთისათვის, არამედ ყველა მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ შესწევს ძალა უარი თქვას ექსპერიმენტატორის დამხმარის  ან იმ ცდის პირის როლზე, რომელიც იღებს დენის დარტყმებს და შექმნას საკუთარი იდეალები, რომლებიც თომასის თეორიის ძალით  აუცილებლად იქცევა რეალობად.

სამედ სეიდოვი-აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

 წყარო:ИноСМИ. РУ

 

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.