USD 2.6789
EUR 3.1201
RUB 3.6662
თბილისი
„ყვარლის ბაგა“: წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც „ყვარლის ბაგა“-ს და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში
თარიღი:  1062

„ყვარლის ბაგა“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ფერმა ძროხებს აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018-2019 წლებში კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა ანტიბიოტიკების კვალი, ის რაციონიდან ამოიღეს. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, წუნდებული რძე წარმოებაში არ ჩაშვებულა და დაუყოვნებლივ გაანადგურეს.

„მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.

„ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს „სანტეს“ (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, „ლაქტალისის“, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ „სოფლის ნობათი“ ,(კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, „პეპსიკოს“ შვილობილი), „აგროჰაბი“ (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და „რძის ლაბორატორია“ (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი).

ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ, კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს (ლაბორატორიულადაც) „ყვარლის ბაგას“ მიერ მოწოდებული ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს. უფრო მეტიც, ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური, ქვეყნის, მწარმოებლის რძის ხარისხს.

2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკვებ-დანამატი (მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო) და არა ძირითადი ინგრედიენტი.

ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც ➡ იხილეთ ლინკი: https://www.feedipedia.org/node/66

ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა „ჩირინას“ პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019, წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს „ყვარლის ბაგა“-ს და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურებულ იქნა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს „ყვარლის ბაგა“ შპს „ჩირინა“-სგან.

„ყვარლის ბაგა“ ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია“, - ნათქვამია „ყვარლის ბაგას“ განცხადებაში.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის