USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ყვარელში სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება
თარიღი:  377

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება.

სიმულაციური სწავლების ფარგლებში, ყვარელში, ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია.
სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სწავლებაში ჩაერთვება 500-მდე ადგილობრივი მოხალისე. მათთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცნენ ღონისძიების მიმდინარეობასა და სამოქმედო გეგმას.
სამაშველო სწავლების შესახებ, რეგიონში მყოფი მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაიგზავნება.

ღონისძიების მიზანია, გადაუდებელი შემთხვევების დროს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის