USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
“ყურძნის სუბსიდირების პროგრამა ყელით თოკზე ჩამოკიდების ტოლფასია” - მეღვინეობა
Date:  1358

წყარო:https://bm.ge/

აღმოსავლეთ საქართველოში ყურძნის მოსავლის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება. წელს განსაკუთრებულად მოხშირებული სტიქიური მოვლენების გამო, ყურძნის მოსავალი შემცირებულია, რაც გავლენას ღვინის წარმადობაზეც მოახდენს. ამ საკითხზე BM.GE-ს ღვინის მწარმოებელი “ვაზისუბნის მამულის” გაყიდვების მენეჯერი, გიორგი ოქროაშვილი ესაუბრა. 

“ჩვენ ყურძენს არ ვიბარებთ, 35 ჰა ვენახი გვაქვს სოფელ ვაზისუბნის მამულში, გურჯაანში, და მხოლოდ ჩვენი ყურძნისგან ვაკეთებთ ღვინოს, რაც ხარისხის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა, დიდი რაოდენობის სიტყვას ვებრძოლეთ, ჩვენი ახლებური მიდგომისა და გუნდის პროფესიონალიზმის დახმარებით, შევძელით, შეგვენარჩუნებინა მოსავალი და ხარისხი. თუმცა, რომ არა სეტყვა და ამხელა სტიქია, უფრო მეტსაც შევძლებდით. გვაქვს მარაგები, რომლებსაც ვარეზერვებთ და წლების განმავლობაში უმჯობესდება, ამიტომ წარმადობის პრობლემა ჩვენს კომპანიას არ შეექმნება”, - ამბობს გიორგი ოქროაშვილი.

სტიქიით გაფუჭებული ყურძნის მოსავლისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად ყურძნის სუბსიდირების პროგრამას ატარებს და გაფუჭებულ ყურძენს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდულობს. გიორგი ოქროაშვილის შეფასებით, ყურძნის სუბსიდირება ღვინის წარმოების საბოლოო სურათს აფუჭებს.

“ყურძნის სუბსიდირების პროგრამა ყელით თოკზე  ჩამოკიდების ტოლფასია, როგორც ქვეყნის, ისე ბიუჯეტის, მეღვინეების და ყველასი. როდესაც ფერმერი ორიენტირებულია ისევ და ისევ რაოდენობაზე, რომ ნებისმიერი ხარისხის ყურძენი მიიღოს, მთავარია, რაოდენობა იყოს ბევრი, ბევრი კილოგრამი ჩააბაროს და ბევრ კილოგრამში ბევრი ფული აიღოს მთავრობისგან, ეს რა თქმა უნდა, ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს. 

ჩვენ როდესაც მწვანე რთველს ვაკეთებთ, ვჭრით მტევნებს და მხოლოდ კარგ მტევნებს ვტოვებთ, ჯამში შეიძლება 50%-იც კი მოვჭრათ და ვენახის ნახევარი დავტოვით, რომელმაც შემდეგ მაღალი ხარისხი უნდა მოგვცეს. ამას ის მევენახე, რომელმაც იცის, რომ კილოგრამებზეა დამოკიდებული რამდენს გადაუხდის მთავრობა, არ გააკეთებს და მოიყვანს ბევრ უხარისხო ყურძენს, რაც საბოლოო სურათს აფუჭებს.სახელმწიფოსას, ის უხარისხო ყურძენი რაში სჭირდება, დღემდე ვერ ვხვდები”, - ამბობს გიორგი ოქროაშვილი.

წელს, სახელმწიფო ყურძენს, დაახლოებით, 60 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3 500 ლარს დახმარების სახითაც გამოუყოფს.

“ვაზისუბნის მამული” 15-მდე დასახელების პრემიუმ ხარისხის ღვინოს, მათ შორის ტრადიციულ ქვევრისა და კლასიკურ ბოთლის ღვინოებს აწარმოებს. “ვაზისუბნის მამული” ასევე Georgian Sun-ის ქვებრენდითაც ოპერირებს, რომლის ფარგლებშიც ექსპერიმენტულ ღვინოებს ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასად ყიდის.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way