USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ყურძნის ბაზრობა ქუთაისში – XIX საუკუნის მეორე ნახევარი
дата:  523

ფოტოისტორიები

ეს ფოტო მე-19  საუკუნის მეორე ნახევარში, ქუთაისშია გადაღებული და ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ყურძნის ბაზრობის საკითხს ძველი დროიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა საქართველოში.

ფოტოსურათზე აღბეჭდილნი არიან ქუთაისის შემოგარენიდან და მახლობელი სოფლებიდან ჩამოსული გლეხები, რომლებსაც ყურძენი სპეციალურად მოწნული გოდრებით აქვთ ჩამოტანილი გასაყიდად. მართალია, ფოტოსურათზე ბაზრობის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანს, მაგრამ არსებობს ამავე პერიოდის სხვა ფოტომასალაც, რომელიც უტყუარად ადასტურებს,  რომ ქუთაისში ყურძნის ბაზრობას გრანდიოზული მასშტაბები ჰქონია.

ისტორიულ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხის ჩაცმულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათის გადაღების პერიოდი გვიანი შემოდგომაა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან დასავლეთ საქართველოს არაერთი ვაზის ჯიში სწორედ სიმწიფის გვიანი პერიოდით ხასიათდება, რომლებიც, შესაბამისად,  გვიან შემოდგომაზე იკრიფება.

გიორგი ბარისაშვილი

http://www.sommelier.ge/

спорт
ილია სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს. 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати