USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
ყოფილი „რესპუბლიკელები“ დონალდ ტრამპის საპირისპიროდ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნას განიხილავენ
Date:  417

ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკები დონალდ ტრამპის საპირისპიროდ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნის საკითხს განიხილავენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, 5 თებერვალს 120-ზე მეტმა ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ ჩინოვნიკმა Zoom-ში შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების ორი ვარიანტი შეიმუშავეს: ახალი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნა ან „რესპუბლიკური“ პარტიის შიგნით ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება.

დისკუსიის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანონის უზენაესობის პრინციპი დაარღვია.

ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკები არჩევნებში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებენ ან მხარს დაუჭერენ ნებისმიერ კანდიდატს, ვინც მათ ღირებულებებს იზიარებს. ახალი პოლიტიკური ძალის შესაძლო სახელად ორი ვარიანტი განიხილება: Integrity Party და Center Right Party.

წყარო:reuters

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way