USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ყარაბაღმა განჯის სამხედრო აეროპორტზე მიიტანა იერიში
თარიღი:  1590

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა.

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის