USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«Exxpress» (ავსტრია): „ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“
дата:  360

ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“ (Exxpress) სარედაქციო სტატიაში სათაურით „ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“ ასაჯაროებს გერმანიის მთავრობის დანახარჯებს სტილისტების, ვიზაჟისტების, ფოტოგრაფების და სხვათა მომსახურებისათვის, რაც გადასახადის გადამხელთა ფულის უყაირათოდ მოხმარებას და ხშირ შემთხვევაში „ქარს გატანებას“ ნიშნავს.

„მასმედიაში რომ მისი კარგი ფოტოსურათები გავრცელდეს, გერმანიის ვიცე-კანცლერს და ეკონომიკის მინისტრს რობერტ ხაბეკს პირადი ფოტოგრაფი ჰყავს დაქირავებული და მას წელიწადში 100 ათას ევროს უხდის. საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ დაქირავებული ვიზაჟისტს გერმანიის მთავრობამ 2022 წლის განმავლობაში 137 ათასი ევრო გადაუხადა. თვით ოლაფ შოლცი კი ფოტოსურათებისთვის ფოტოგრაფს - როგორც კანცლერს შეეფერება - უფრო მდიდრულ ხელფასს აძლევს - 510 ათასი ევროს.

გერმანიის „შუქნიშნური“ კოალიციური მთავრობა (მასში შემავალ პარტიათა ფერების მიხედვით) ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების მომსახურების მიზნით უამარავ საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს. 2022 წელს ამ მიზნით თითქმის 1,6 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი. პატივმოყვარეობით და განდიდებით განსაკუთრებით „მწვანეები“ გამოირჩევიან.

გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირმა ღრმად გაანალიზა მინისტრთა მომსახურების გარემოებები და „გერმანიის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის ეკონომიის წიგნში“ 30 კონკრეტული წინადადება შეიტანა ოლაფ შოლცის მთავრობის მაღალ და იმავდროულად არაფრისმომტან დანახარჯებთან დაკავშირებით.

მართალია, „ეკონომიის წიგნი“ ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ დაგეგმილი ფედერალური ხარჯებიდან ბევრი პუნქტი „გაუქმდება, შემცირდება, მათი შესრულება გადაიდება და გაჭიანურდება“.

ოლაფ შოლცის მთავრობის წევრები ერთგვარი მანიით არიან შეპყრობილები - მათ ძალიან სურთ, რომ ზედმეტად გალამაზდნენ და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. პრინციპში, ეს შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ამდენი ფული ფოტოგრაფებისა და პარიკმახერებისათვის?

ერთადერთი მინისტრი, რომელიც ფულს არ ხარჯავს ფოტოგრაფ-სტილისტ-ვიზაჟისტებში, და მაინც ელეგანტურია, ფინანსტა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი გახლავთ, იგი კოლეგებს მუდმივად მოუწოდებს ეკონომიისაკენ, მაგრამ ჰერ ქრისტიანის თხოვნა „რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ანალენა ბერბოკი თავის სტილისტ-ვიზაჟისტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 7,5 ათას ევროს უხდის იმ დროს, როცა გერმანია და ევროკავშირი ფაქტიურად კრიზისში იმყოფება. უფრო მეტიც - ამას წინათ მთავარმა გერმანელმა დიპლომატმა, ლამაზმანმა ანალენამ კოსმეტიკის ექსპერტი წელიწადში 90 ათას ევროდ დაიქირავა“, - ნატავამია ავსტრიული „ექსპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში.

წყარო: https://exxpress.at/damit-aussenministerin-baerbock-besser-aussieht-137-000-euro-steuergeld-fuer-visagistin/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати