USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
«Express» (ავსტრია): „ახალი უკრაინული კავალერია? უკრაინელი ჯარისკაცის ცხენს „რკინის ნერვები“ დაჭირდება“
Date:  

ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“ (Express) აქვეყნებს მოკლე სარედაქციო სტატიას სათაურით „ახალი უკრაინული კავალერია? უკრაინელი ჯარისკაცის ცხენს რკინის ნერვები დაჭირდება“, რომელშიც ერთგვარი ირონიით არის განხილული ქვეყნის არმიაში მომხდარ ცვლილებები - კავალერიის გამოყენება საომარი მოქმედებების დროს: იმ მიზეზით, რომ უკრაინელ სამხედროებს ავტომანქანები აკლიათ, მათ უკიდურესი ნაბჯი გადადგეს და ბრძოლაში ცხენებით სარგებლობა დაიწყეს, რომელთა შერჩევა ხდება ერთი კრიტერიუმით - აქვთ თუ არა მათ „რკინის ნერვები“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ცხენზეა ამხედრებული და მხარზე, მშვილდ-ისრის ნაცვლად, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კომპაქტური სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ აქვს გადაკიდებული: უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები თავიანთი ახალი ყველგანმავლებითა და ცხენებით პოზიორობენ.

უკრაინის არმიის მებრძოლებს ესოდენ თამამ საინჟინრო გადაწყვეტილებაზე, ალბათ, ტრანსპორტის მწვავე დეფიციტმა უბიძგა. ამ ფოტოსესიის მიხედვით ჩანს, რომ უკრაინის არმია „ძველი კეთილი დროის“ მსგავსად, საკავალერიო შეტევისათვის ემზადება. ტექსტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათებს ახლავს, ასე ჟღერს: „ცხენზე ამხედრებული უკრაინის არმიის მე-3 მოიერიშე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე „ჯაველინით“.

ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინელ ჯარისკაცთა ოთხფეხა მეგობარს და თანაპოლკელს, რასაკვირველია, „რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს“ და „ტყვიაგაუმტარი უნდა იყოს“. „ჯაველინის მოქმედების რადიუსი ორი ათას მეტრს შეადგენს და, რა თქმა უნდა, ასეთი ძლიერი „ქვემეხი“ უხმაურო ნამდვილად არ იქნება, შესაძლოა, რაკეტის გასროლის დროს ცხენი დაფრთხეს.

ამერიკული „ჯაველინების“ დახმარებით უკრაინელებმა ბევრი რუსული ტანკი გაანადგურეს ომის დასაწყისში. ვაშინგტონმა კიევს ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინის“ თითქმის 10 ათასი კომპლექტი მიაწოდა, აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო 2500 რაკეტა „სტინგერი“.

მაგრამ პენტაგონის ამასწინანდელი მოხსენების თანახმად, ამ მიწოდებული იარაღის 59%-ის ზუსტი ადგილსამყოფელი დღეისათვის უცნობია.

წყარო: https://exxpress.at/die-neue-kavallerie-der-ukraine-dieses-pferd-braucht-starke-nerven/

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way