USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
ვულოცავთ - ლეგენდარულ ქართველ ტრამპლინიდან მხტომელი, კობა წაქაძეი 90 წლის გახდა
Date:  712
"თბილისი პოსტი" ლეგენდარულ ქართველ ტრამპლინიდან მხტომელს, კობა წაქაძეს, 90 წლის იუბილეს ულოცავს.
 
ცნობილი ქართველი ტრამპლინიდან მხტომელი ბაკურიანში დაიბადა. სპორტსმენი ზამთრის VII, VIII, IX და XI ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. მან ექვსჯერ (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972) საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა იზეიმა და სამჯერ (1968, 1970, 1972) გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.
 
„მფრინავ ტორპედოდ“ წოდებული ტრამპლინიდან მხტომელი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონია (1961). კარიერის განმავლობაში მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა. კობა წაქაძე სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერია.
 
"თბილისი პოსტი" ულოცავს საიუბილეო თარიღს ბატონ კობა წაქაძეს და მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.
tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way