USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვუჰანში მომუშავე ექსპერტების დასკვნით - აღმოჩენილია კორონავირუსის წარმოშობის ახალი მიზეზი
თარიღი:  669

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კორონავირუსის გაჩენის ახალი მიზეზები დაასახელეს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთში, ვუჰანში მომუშავე ექსპერტების მოხსენება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, ეს საბოლოო დოკუმენტი არ იქნება. ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველაზე სავარაუდო წყარო ველური ცხოველები შეიძლება ყოფილიყო, რომლითაც ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე ვაჭრობენ.

ჯანმო-ს მასალების თანახმად, ვირუსის ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე პირდაპირ გაჩენა ნაკლებსავარაუდოა. ვირუსს თავდაპირველად ღამურები ატარებდნენ, თუმცა ადამიანზე პატარა ძუძუმწოვრების გავლით გადავიდა.

ჯანმო-ს ექსპერტებმა ვირუსის შესაძლო წარმოშობის შესახებ ოთხი ძირითადი ჰიპოთეზა შეიმუშავეს. სპეციალისტების თქმით, ვირუსის ღამურებისგან გადასვლისას აუცილებლად იარსებებდა შუალედური გადამტანი რგოლი. ავსტრალიელი მიკრობიოლოგის დომინიკ დუაიერის თქმით, ბაზარზე, ან მის მახლობლად სავარაუდოდ ცხოველი გაყიდეს, რომელიც კორონავირუსის მატარებელი იყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, სწორედ ბაზარი შეიძლება გამხდარიყო ის საკვანძო წერტილი, საიდანაც ვირუსი ადამიანზე გადავიდა.

მკვლევარები ასევე ეჭვობენ COVID-19- ის ხელოვნურ წარმოშობასთან დაკავშირებით და არ იზიარებენ თეორიას ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა შესახებ. ჩინეთის ვერსიით, ვირუსი დაბინძურებული საკვებიდან გავრცელდა.

ვუჰანში მომუშავე ბრიტანელი ზოოლოგის პიტერ დასზაკის განცხადებით, "ამ ეტაპზე საკვანძო დასკვნა სამუშაოსი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ის არის, რომ ახალი კორონავირუსი ზუსტად ის გზით გაჩნდა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადების სინდრომი , ანუ იგივე ატიპური პნევმონია".

ჯანმო-ს ექსპერტები ვუჰანში 14 იანვრიდან იმყოფებიან. საკარანტინე 2 კვირიანი პერიოდის გავლის შემდეგ მათ კვლევა იანვრის ბოლოდან დაიწყეს. 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის