ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კორონავირუსის გაჩენის ახალი მიზეზები დაასახელეს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთში, ვუჰანში მომუშავე ექსპერტების მოხსენება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, ეს საბოლოო დოკუმენტი არ იქნება. ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველაზე სავარაუდო წყარო ველური ცხოველები შეიძლება ყოფილიყო, რომლითაც ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე ვაჭრობენ.
ჯანმო-ს მასალების თანახმად, ვირუსის ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე პირდაპირ გაჩენა ნაკლებსავარაუდოა. ვირუსს თავდაპირველად ღამურები ატარებდნენ, თუმცა ადამიანზე პატარა ძუძუმწოვრების გავლით გადავიდა.
მკვლევარები ასევე ეჭვობენ COVID-19- ის ხელოვნურ წარმოშობასთან დაკავშირებით და არ იზიარებენ თეორიას ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა შესახებ. ჩინეთის ვერსიით, ვირუსი დაბინძურებული საკვებიდან გავრცელდა.
ვუჰანში მომუშავე ბრიტანელი ზოოლოგის პიტერ დასზაკის განცხადებით, "ამ ეტაპზე საკვანძო დასკვნა სამუშაოსი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ის არის, რომ ახალი კორონავირუსი ზუსტად ის გზით გაჩნდა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადების სინდრომი , ანუ იგივე ატიპური პნევმონია".
ჯანმო-ს ექსპერტები ვუჰანში 14 იანვრიდან იმყოფებიან. საკარანტინე 2 კვირიანი პერიოდის გავლის შემდეგ მათ კვლევა იანვრის ბოლოდან დაიწყეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.