USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«Evrensel» (თურქეთი): „თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს“
дата:  480

თურქული გაზეთი „ევრენსელი“ (Evrensel) ბეჭდავს სტატიას სათაურით „თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს“ (ავტორი - ქიუბრა ქირიმლი), რომელშიც თურქეთის საგარეოპოლიტიკური საკითხებია განხილული, კერძოდ, ანკარის სურვილი გლობალურ ანტისადავლურ ბლოკში - BRICS-ში წევრად მიღებაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას თურქი ექსპერტების თვალსაზრისის შესახებ:

თურქეთის განაცხადმა BRICS-ის წევრად მიღების თაობაზე (BRICS//„ბრიკსი“//“ბრიჩი“ -  ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, პლუს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია, არაბული საემიროები და ა.შ.) ქვეყანაში დიდი კამათი გამოიწვია. რამდენად მიზანშეწონილია ანკარის სურვილი „ბრიჩის“ წევრობაზე მაშინ, როცა ქვეყანა ნატოს წევრია? რა პერსპექტივას უქმნის თურქეთს იმ ორგანიზაციოს წევრობა, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი დომინირებენ?

„ევრენსელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დოცენტი ჯერენ ერგენჩი ასეთ კომენტარს აკეთებს: „რუსეთი, რომლის საჭიროება ჩინეთის მიმართ უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული დიპლომატიური იზოლაციით გაიზარდა, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ პეკინის გავლენა როგორმე გაანეიტრალოს თურქეთისა და სხვა ქვეყნების წევრად მიღებით. კრემლს არ სურს, რომ „ბრიჩი“ ჩინეთის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციად გადაიქცეს“. სხვათა შორის, ეს ეხება აგრეთვე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასაც“.

„ორ ცხენზე ერთად ჯდომა შეუძლებელია“

თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი სტამბოლიდან და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი ნამიკ ტანი ნეგატიურ განწყობას გამოხატავს იმის გამო, რომ თურქეთის განაცხადის არსებობა პირველად რუსეთისგან გახდა ცნობილი და არა ანკარის მხრიდან - ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან. აკრიტიკებდა რა თურქეთის განაცხადს BRICS-ში გაწევრების თაობაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნამიკ ტანმა აღნიშნა: „ორ ცხენზე ჯდომა ერთდროულად შეუძლებელია“.

გავიხსენოთ ის ინციდენტი, როცა თურქეთმა რუსეთისაგან სარაკეტო კომპლექსის С-400-ის ყიდვის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი ავიაგამანადგურებელის F-35-ის პროექტიდან ამოგვაგდო. ჩვენ იმ დროს ნატოს თითქმის ყველა წევრი აგვიმხედრდა... ახლა წარმოიდგინეთ, თუ რა დაყოვნებული ბომბის ეფექტს გამოიწვევს ჩვენი წევრობა BRICS-ში. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი დიპლომატიურ უგუნურებას წარმოადგენს, დიპლომატიური თვითმკვლელობის მცდელობას“.

„BRICS-ის წევრობას ალტერნატივა არ აქვს“

BRICS-ის ირგვლივ დაწყებული დისკუსიის კომენტირებისას, დოქტორი ჯერენ ერგენჩი აღნიშნავს, რომ თურქეთის განაცხადი არ უნდა იქნას განხილული როგორც დასავლეთთან კავშირის გაწვეტა. „ამ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ და შეფასებებში არ უნდა გადავაჭარბოთ. „ბრიჩი“ არ არის ის სტრუქტურა, რომელიც ალერნატიულია დასავლური გაერთიანებების მიმართ. თურქეთის წევრობას მასში მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ექნება.

ბევრს კითხვა უჩნდება - რით არის გამოწვეული თურქეთის სურვილი? იმით, რომ BRICS-ის წევრები უკვე გახდნენ თურქეთის მეზობლები, ბევრი მათგანი კი მსგავს სურვილს ამჟღავნებს. რეჯეფ ერდოღანის პოზიტიური დამოკიდებულება BRICS-ის მიმართ გამოწვეულია რეგიონში ბალანსის არსებობის სურვილით და არა საგარეო პოლიტიკის მაკროცვლილებებით.

„კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთი“, - ხაზს უსვამს ჯერენ ერგენჩი, - კრემლს უკრაინის ომის გამო ჩინეთთან ურთიერთობა სურს, მაგრამ არ უნდა პეკინის გავლენის გადაჭარბებული ზრდა. მოსკოვი წინააღმდეგია იმისა, რომ „ბრიჩი“ ჩინეთმა გააკონტროლოს. ამიტომ რუსეთისათვის აუცილებელია ჩინეთის გავლენის დასაბალანსებლად ორგანიზაციაში თურქეთის სახით მომხრე ჰყავდეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ჩინეთს ბოლო დრომდე თურქეთის BRICS-ში მიღება არ სურდა, სანამ პეკინში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი არ ჩავიდა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ვიზიტის შემდეგაც კი თურქეთის ეკონომიკაში  ინვესტიციების ჩადებისაგან ჩინეთი მაინც თავს იკავებს“.

როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყნის  BRICS-ში მიღება საკმაო პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, თუ რუსეთი შეეცდება და თავის ჯერ კიდევ არსებულ გავლენას გამოიყენებს, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება.

წყარო: https://www.evrensel.net/haber/527397/turkiyenin-bricse-basvurusu-rusya-turkiye-ile-cini-dengelemek-istiyor

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати