USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო დაზვერვის ძალების მეთაური დაიღუპა
Date:  910
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ქალაქ ბეირუთში 5 ოქტომბერს გამთენიისას განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა არა მარტო ახლად დანიშნული გენერალური მდივანი, ჰაშემ საფიედინი, არამედ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ძალების-სამხედრო დაზვერვისა უწყების, ალ-ყუდსის ძალების მეთაური და ყასელ სოლეიმანის მემკვიდრე, ისმაილ ყაანი.
 
 ირანის მთავრობის მაღალჩინოსნები ამერიკულ და ბრიტანულ მედიას უდასტურებენ ინფორმაციას რომ მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმა განახორციელეს და ნასრალა თავის სამეთაურო ვერტიკალთან ერთად განადგურდა, ოფიციალურმა თეირანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ჰეზბოლას“ ფუნქციონირება არ უნდა შეეწყვიტა-ამისათვის ლიბანში ჩამოვიდა ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი, რომელიც ორგანიზაციის მართვას არაფორმალურად შეუდგა.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way