USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს „ მადესტაბილიზებელ სამხედრო შესაძლებლობებს“
Date:  
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს
„ მადესტაბილიზებელ სამხედრო შესაძლებლობებს“ -
 
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხესთან დაკავშირებით შეიკრიბებიან სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის ლიდერი და ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები.
 
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვოს სააგენტოს ( CIA) მაღალჩინოსნებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის უაღრესად შემაშფოთებელი და მადესტაბილიზებელი, რომელიც მომდინარეობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან.
region
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way