USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ვრცელდება ინფორმაცია ავიაკატასტროფაში ასადის შესაძლო გარდაცვალების შესახებ
Date:  694

დიდი ალბათობით, სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ს ორი სირიული წყაროდან მიაწოდეს ინფორმაცია.

მათი თქმით, რადარებიდან ასადის თვითმფრინავის გაქრობის მიზეზი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. „ის რადარიდან გაუჩინარდა. შესაძლებელია ტრანსპონდერი გამორთული იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.

წყაროები არ ასახელებენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.

8 დეკემბერს დილით, Reuters-მა სირიის არმიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ასადი თვითმფრინავში ავიდა და დამასკოდან გაურკვეველი მიმართულებით აფრინდა.

Flightradar 24-ის სამსახურის ცნობით, აფრენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითმფრინავი ასადთან ერთად რადარებიდან გაქრა

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way