USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
Evolution Georgia-ს თანამშრომლები გაიფიცნენ, "მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გარეთ ვიქნებით" -აცხადებენ ისინი
Date:  

Evolution Georgia-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც  პროფკავშირ "ლაბორის" თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე აცხადებს, პროტესტი არ შეწყდება მანამ, ვიდრე კომპანია დასაქმებულების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მისივე თქმით, დასაქმებულთა ნაწილმა უკვე შეწყვიტა მუშაობა.

"მაგიდების ნაწილი გაჩერებულია. 24/7-ზე ვიქნებით გარეთ, მანამ ვიდრე თანამშრომლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კომპანიის ხელმძღვანელობა დუმს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, არის ის, რომ ადგილი, სადაც ჩვენ აქცია დავაორგანიზეთ, ჯებირებით შემოღობეს", - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

გაფიცულთა მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ასევე, ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ.

აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებელი Evolution Gaming-ი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს, წმინდა მოგება კი 1.07 მილიარდ ევროს აღემატებოდა. Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს. Evolution-ის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი, 6,823 დასაქმებული, კომპანიის ქართულ შვილობილ "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way