USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ვოლოდინი - თუ ქვეყანას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - ამის მოწინააღმდეგეები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ
дата:  675

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

„ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, ცალსახად სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати