USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
Тбилиси
ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის ვრცელი და აზრიანი სატელეფონო საუბარი შედგა
дата:  

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ განცხადება თავად ზელენსკიმ გააკეთა. მან ჩინეთის პირველ პირთან საუბარს აზრიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ოფიციალურ პეკინთან ურთიერთობის ბიძგი.

„მქონდა ვრცელი და აზრიანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს სატელეფონო საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, ძლიერი ბიძგი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე.

 

мир
ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати