USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა
дата:  

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დაინიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

ზელენსკის თქმით, გენერალ ზალუჟნის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

“მადლობელი ვარ გენერალ ზალუჟნის დაცვის ორი წლისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცისთვის, რომლებიც გმირულად იბრძვიან ამ ომში. გულწრფელად ვისაუბრეთ დღეს იმაზე, თუ რა საჭიროებს ცვლილებებს ჯარში. დაუყოვნებლივ ცვლილებებს. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე მომავალშიც იყოს უკრაინული სახელმწიფოს გუნდში. მადლობელი ვიქნები მისი თანხმობისთვის…

გენერალ პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად…

2024 წელი წარმატებული შეიძლება იყოს უკრაინისთვის მხოლოდ ეფექტიანი ცვლილებების პირობებში ჩვენი თავდაცვის საფუძველში, რაც არის უკრაინის შეიარაღებული ძალები,” - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ალექსანდრ სირსკის 2019 წლიდან უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.

წყარო: https://t.me/V_Zelenskiy_official/9406?fbclid=IwAR3_uZM2CJRH4XfGI3DXNngRFLRnpzak1XQq9FDaxVzVWiM08KoM5GiXBt8

 

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати