USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო
თარიღი:  798

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეჩერების ერთადერთი გზა ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური წნეხია.

„ვფიქრობ, პუტინმა ის [მესამე მსოფლიო ომი] უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის... რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ტერიტორიული დათმობები პუტინს მხოლოდ დროებით დააკმაყოფილებს, ძალების აღდგენის შემდეგ კი კრემლის ლიდერი ომის გაგრძელებას მოისურვებს

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის