USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას
Date:  478

„ქვეყანა, რომელიც მოქალაქეთა მიმართ სამხედრო დანაშაულს სჩადის, არ შეიძლება, იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიხუროს. ასეთი ქვეყანა არ უნდა იღებდეს ათასობით მილიარდს ენერგორესურსების ექსპორტით. ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ოკუპანტებს, ხარკოვში, დღეს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის გამო, აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა.

„რუსული ძალების სარაკეტო არტილერიამ დღეს სასტიკად დაარტყა ხარკოვს. ცალსახად, ეს სამხედრო დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეობით... და არა სამხედრო ობიექტი. მრავალმა თვითმხილველმა გადაიღო მტკიცებულება, რომ ეს არ ყოფილა მომდევნო ცალკეული სროლა. ესაა ადამიანების განზრახ განადგურება. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის, აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ესაა ყველა შეთანხმების დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ ამ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას. აქაა უკრაინა, აქაა ევროპა, აქაა 2022 წელი. ბოროტებავშეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდე! ეკონომიკურად უნდა განადგურდე! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. დაბომბვისას დაშავებულთა შორის ბავშვიცაა. გარდაცვლილთა რაოდენობა დგინდება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way