„ქვეყანა, რომელიც მოქალაქეთა მიმართ სამხედრო დანაშაულს სჩადის, არ შეიძლება, იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი. ამ ქვეყნისთვის მსოფლიოს ყველა პორტი, არხი, აეროპორტი უნდა დაიხუროს. ასეთი ქვეყანა არ უნდა იღებდეს ათასობით მილიარდს ენერგორესურსების ექსპორტით. ახლა, რუსული საქონლის შეძენა ნიშნავს ადამიანების მკვლელობაში ფულის გადახდას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ოკუპანტებს, ხარკოვში, დღეს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის გამო, აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენა.
„რუსული ძალების სარაკეტო არტილერიამ დღეს სასტიკად დაარტყა ხარკოვს. ცალსახად, ეს სამხედრო დანაშაულია. მშვიდობიანი ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეობით... და არა სამხედრო ობიექტი. მრავალმა თვითმხილველმა გადაიღო მტკიცებულება, რომ ეს არ ყოფილა მომდევნო ცალკეული სროლა. ესაა ადამიანების განზრახ განადგურება. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის, აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ესაა ყველა შეთანხმების დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ ამ მშვიდობიანი უკრაინელი ადამიანების დახოცვას. აქაა უკრაინა, აქაა ევროპა, აქაა 2022 წელი. ბოროტებავ, შეიარაღებულო რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით, სასწრაფოდ უნდა შეჩერდე! ეკონომიკურად უნდა განადგურდე! უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დღეს ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. დაბომბვისას დაშავებულთა შორის ბავშვიცაა. გარდაცვლილთა რაოდენობა დგინდება.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/