USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ
თარიღი:  715

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას. ამის შესახებ მან ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. ღიად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება. გვსურს დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ მიწაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.

„რუსეთს თანმიმდევრობით მიჰქონდა ყველა ჩვენი უფლება: უფლება ჩვენ მიწაზე, არჩევანზე და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდეც. ჩვენ ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვით სიცოცხლის დაკარგვით“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და „შეიგნოს სასჯელის გარდაუვალობა და მათი ნაბიჯების დიდი ცდომილება, რაც გამოიწვევს და უკვე მიგვიყვანს კატასტროფულ მომავლამდე მათი კულტურის, ცნობიერებისა და მათი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო" , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს სწორედ დიალოგი და არა ულტიმატუმი.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის