უკრაინის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაავალა უკრაინაში მობილიზაციის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"საკითხი ძალიან მგრძნობიარეა. სამხედროებმა მომმართეს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და პოტენციური კონტრშეტევის საკითხთან დაკავშირებით, იმ დეფიციტზე, რომელიც არსებობს და მათი შეხედულება იყო, მათ შემოგვთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ვზელენსკიმ.
"ეს ძალიან სერიოზული რიცხვია. მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტი მჭირდება ამ მიმართულების მხარდასაჭერად, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია, მეორეც, სამართლიანობის საკითხია. ეს არის თავდაცვისუნარიანობისა და ფინანსების საკითხი", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, ასეთი რაოდენობის ხალხის მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.