USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამხედროებმა შემოგვთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება
თარიღი:  429

უკრაინის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაავალა უკრაინაში მობილიზაციის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"საკითხი ძალიან მგრძნობიარეა. სამხედროებმა მომმართეს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და პოტენციური კონტრშეტევის საკითხთან დაკავშირებით, იმ დეფიციტზე, რომელიც არსებობს და მათი შეხედულება იყო, მათ შემოგვთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ვზელენსკიმ.

"ეს ძალიან სერიოზული რიცხვია. მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტი მჭირდება ამ მიმართულების მხარდასაჭერად, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია, მეორეც, სამართლიანობის საკითხია. ეს არის თავდაცვისუნარიანობისა და ფინანსების საკითხი", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, ასეთი რაოდენობის ხალხის მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის