USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ოკუპანტები ახლა უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის
Date:  504

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ახლა უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის, ამიტომ მტერზე ზეწოლაა საჭირო, სანამ ის არ გაიქცევა.

„შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო… რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის მეტი იარაღის გადაცემა მზადდება.

“თქვენთვის, მეომრებო, კიდევ უფრო მეტი იარაღის, მეტი შესაძლებლობების გადაცემისთვის ვემზადებით, რათა აგრესორი დავძლიოთ და მშვიდობა აღვადგინოთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way