USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს „საოცარი იარაღის“ ("wunderwaffe") პოვნას
Date:  491

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ლაზერული იარაღის სისტემების სავარაუდო გამოყენება მათი შეჭრის სრულ წარუმატებლობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„დღეს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ლაზერული იარაღის სისტემების გამოყენება დაიწყეს, თითქოსდა რაკეტების გადასარჩენად ... ნაცისტური გერმანიის პროპაგანდაში იყო ასეთი ტერმინი "wunderwaffe"- საოცარი იარაღი. რაც უფრო ცხადი ხდებოდა, რომ მათ ომში არანაირი შანსი არ ჰქონდათ, მით მეტი პროპაგანდა იყო გასაოცარი იარაღის შესახებ, რომელიც იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ ომში გარდამტეხი იქნებოდა. და აი, ჩვენ ვხედავთ, რომ სრულმასშტაბიანი ომის მესამე თვეში რუსეთი ცდილობს თავისი „wunderwaffe“-ის პოვნას. თითქოსდა ლაზერი. ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებს შეჭრის სრულ მარცხზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთმა განაცხადა, რომ ის ახალი თაობის ლაზერულ იარაღს იყენებს დრონების დასაწვავად. ახალი ლაზერული იარაღის სპეციფიკის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ იარაღს, შუა საუკუნეებში მოღვაწე მართლმადიდებელი მეომარი ბერის ალექსანდრე პერესვეტის პატივსაცემად, „პერესვეტი“ უწოდა.

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way