USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ერთ-ერთ პირველ ვიზიტს თქვენსას ველოდები, ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ“
თარიღი:  1289

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, შესაძლოა, მალე შეხვდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტი მისი საშინაო საკითხებია. ეს აშკარაა მისი საარჩევნო კამპანიიდან და მისი ყოველდღიური „მესიჯებიდან“. რაც შეეხება საერთაშორისო კურსს, ეს იქნება უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. დიახ! მათი ცალკეული ურთიერთობები წყნარი ოკეანის რეგიონთან. უსაფრთხოება იქ. ჩინეთი, კორეა და მსგავსი. ესეც გასაგებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა განუცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვის ვიზიტსაც ინაუგურაციის შემდეგ დაელოდება, ის იქნება.

„ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ ერთ-ერთ პირველ ვიზიტს სწორედ თქვენსას ველოდები“. მან მითხრა ეს. მან თქვა: „ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ“. ამიტომ, ვფიქრობ, დიახ - ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურს, გეგმა და შესაბამისი ნაბიჯები, რომლებსაც ტრამპი შესთავაზებს, უკრაინის ხედვას ემთხვეოდეს.

„სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ვართ უკრაინა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მიწა და ჩვენი მომავალი. და მე ვფიქრობ, რომ მას ექნება კონტაქტები რუსულ მხარესთან. ესეც გასაგებია. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეისწავლიან, ვინ რისთვის არის მზად. ვფიქრობ, ეს პირველი ტაიმი იქნება და აქედან ჩვენ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის