USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი - დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს
Date:  279

დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს. ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან გამართულ საერთო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ემბალუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუშინ ვიზიტით იყო მოსკოვში, სადაც პუტინს შეხვდა და რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა წინადადება დიალოგის დამყარების საჭიროების შესახებ.

გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თქმით, მან დასკვნა გამოიტანა, რომ პუტინის მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ემბალოს სიტყვებით, პუტინს დიალოგისთვის “არხების დამყარება” სურს.

“მე ვთქვი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის არხები რომ იყოს, საჭიროა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში მომავლში რამეზე საუბარი შესაძლებელი იქნება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ რუსეთმა გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის მეშვეობით უკრაინას ურთიერთობების დებლოკირების საჭიროების შესახებ გადასცა წინადადება.

“მეც ასევე ვამბობ, რომ საჭიროა დებლოკირება. მე ვამბობ, იცით, მოდით, როგორც მინიმუმ, ჩვენი შავი ზღვის დებლოკირებით დავიწყოთ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დიალოგისთვის საჭიროა, რომ ერთი სახელმწიფო პატივს სცემდეს მეორე სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრებს.

“ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მარტივი ფუნდამენტური საგნებით იწყება ნებისმიერი რამ… ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ლაპარაკის სურვილი, ვფიქრობ, რომ მეტი არაფერია, ვიდრე დაგეგმილი რიტორიკა, რომელმაც უნდა იმუშაოს მის შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე, რომლებმაც ჯერ არ მოახდინეს საკუთარ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს სახელად, რუსეთს შორის პოლიტიკის იზოლირება”, - დასძინა ზელენსკიმ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way