USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი - აქტიურად ვამზადებით იუკრაინის მიწების გასათავისუფლებლად
Date:  

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა ჩერნიგოვის ოლქში გამართა, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მზადების საკითხი განიხილეს.

“განვიხილეთ სიტუაცია ბახმუტში, ავდიივკაში, მარინკაში და დონეცკის მთელ ოლქში. ბილოჰორივკაში და ლუგანსკის მთელ ოლქში. სრულფასოვანი შეხვედრა. სრულფასოვანი კოორდინაცია. ჩვენი აქტიური მოქმედებების სრულფასოვანი მომზადება უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი, გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way