USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ვოლოდიმირ ზელენსკი - 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
Date:  331

დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი! - ამით ყველაფერი ნათქვამია. სულ რაღაც ოთხი სიტყვა, მაგრამ რამდენი რამეა მათ მიღმა დღეს. ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ. ჩვენი განადგურების ექვსთვიანი მცდელობის შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ და ეს არის სიმართლე ჩვენი მომავლის შესახებ. დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოკიდებლობის დღის აღსანიშნავად გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. არ ელოდნენ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების გაგონება : "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს". 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში ჩვენი ძმა და მეგობარი და ვინ შემთხვევითი ნაცნობიც კი. ვინ არ დაკარგა სახელი და რეპუტაცია და ვის აწუხებდა ტერორისტებს სახის შენარჩუნება. ვის არ ვჭირდებით და სად არის კარი ჩვენთვის ღია. გავიგეთ ვინ ვინ არის და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არიან უკრაინელები. რა არის უკრაინა. აღარავინ იტყვის: ის სადღაც რუსეთთან ახლოსაა.

ჩვენ ჯერ არ გვქონდა HIMARS-ები, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ შიშველი ხელით შეეჩერებინათ ტანკები. ისინი მზად არ იყვნენ ჩვენს გამო საჰაერო სივრცის დახურვისთვის, მაგრამ გვყავდა ხალხი, ვინც მზად იყო საკუთარ მიწას გადაჰფარებოდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ მსოფლიო გააერთიანა.

„მსოფლიო ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში იქნება პარაგრაფი: „დრო, როცა უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო“, როცა ტირანია პასუხს მისთვის გასაგებ ენაზე იღებს.

ევროპა გამოდის მოედნებზე. ევროპა მკაცრ სანქციებს აწესებს. ევროპა ერთხმად აღიარებს, რომ უკრაინა ევროკავშირის მომავალი წევრია.

მსხვილი ბიზნესი მიხვდა, რომ ფულს ჯერ კიდევ სუნი ასდის - სისხლის, ხრწნისა და სიკვდილის. კორპორაციები და ბრენდები ტოვებენ რუსეთის ბაზარს და ხალხი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე პოტენციური დანაკარგები.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერის არგამოხატვა სირცხვილია. იმის თქმა, რომ უკრაინით დაიღალე, სირცხვილია. ეს ძალიან კომფორტული პოზაა: დაღლილობა თვალების დახუჭვის საფარია. დღეს ჩვენ გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან: ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, თქვენს გამარჯვებამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way