USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!
თარიღი:  451

რუსეთი-უკრაინის ომის წლისთავზე მთავარი შედეგია ის, რომ  ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ცხრა წლის წინ მეზობელი აგრესორი გახდა, ხოლო ერთი წლის წინ აგრესორი ჯალათი, მაროდიორი და ტერორისტი გახდა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გამარჯვება გველის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან 2022 წლის 24 თებერვალი აღწერა, როგორც “ყველაზე გრძელი დღე ჩვენს ცხოვრებაში” და „ყველაზე რთული დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში”.

„მაშინ ადრე გავიღვიძეთ და აქედან მოყოლებული არ ვიძინებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ მსოფლიო გააკვირვა, შთააგონა და გააერთიანა.

„ამის დასტურად ათასი სიტყვის თქმა შეიძლება, მაგრამ რამდენიმეა საკმარისი. Himars, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს და საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია იმდენად გაიზარდა, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს, რომელსაც იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

„ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის წელი. იმედის წელი. გამძლეობის წელი. ერთიანობის წელი. ურყეობის წელი. ურყეობის გაცხარებული წელი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის