უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრა "ძალიან რეალური შესაძლებლობაა", რისთვისაც უკრაინა ემზადება.
"რა თქმა უნდა. ჩვენ ეს ვიცით, 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება ყოველდღე მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე ვართ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ”რეალური შეშფოთება“ არსებობს. „არსებობს კითხვა, გააგრძელებს თუ არა რუსეთი აგრესიულ და დაუფიქრებელ ქმედებას“ თუ ეს მოხდება, აშშ-ის პრეზიდენტმა ცხადად თქვა, რომ ამას მოჰყვება საფასური და შედეგები,“- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე, დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფარგლებში გადაადგილდება.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.