USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Тбилиси
ვლადიმერ ზელენსკი - მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები
дата:  668

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არ არსებობს "მცირე შეჭრა" და "პატარა ერები".

,,მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი“, - წერს ვლადიმერ ზელენსკი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა 19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთი ”პასუხს აგებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ის“. მან ასევე დასძინა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მკაცრ პასუხს გამოიწვევს.

„თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაადგილდებიან უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება ხელახალი შეჭრა, რასაც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати