USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა
Date:  491

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუ დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუს დანიშვნის შესახებ“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი კი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way