USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა
თარიღი:  764

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებსა და სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ჩასულებს, ახლა რუსეთში 90 დღეზე მეტი ყოფნის უფლება აქვთ.

დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან - 10 ოქტომბრიდან - შედის.

მანამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით, გარდა იმ პირებისა, ვინც ქვეყანაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდა.

აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის